მთავარი რჩევები ფეიხოას სეზონი გაჩაღებულია, არ გამოტოვო! ნატურალური პროდუქტი, რომელიც იოდის მძლავრი წყაროა

ფეიხოას სეზონი გაჩაღებულია, არ გამოტოვო! ნატურალური პროდუქტი, რომელიც იოდის მძლავრი წყაროა

by Keti

ფეიხოას ნაყოფი სეზონურია, იგი ჩნდება დახლებზე სექტემრიდან იანვრის ბოლომდე.საუკეთესო გემო კი აქვს ნოემბერში.

ფეიხოა – მარადმწვანე მცენარეა სამხრეთ ამერიკიდან. მისი მწიფე ნაყოფი მუქი მწვანე ფერისაა, გემო კი გვაგონებს ერთდროულად ანანასს, კივის და მარწყვს. თანაც ის ძალიან გემრიელია!

ფეიხოას მკვრივი კანი არომატულია და შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს, რომლებსაც კიბოსსაწინააღმდეგო თვისებები აქვთ.გონივრულია მისი გახმობა და ჩაიში გამოყენება.

ფეიხოა უნიკალურია იმით, რომ იოდის შემცველობით ის შეიძლება შევადაროთ ზღვის პროდუქტებს. ამიტომ ნაყოფს იყენებენ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს.

ასევე სასარგებლოა ფეიხოას გამოყენება ათეროსკლეროზის, ავიტამინოზის, კუჭ- ნაწლავის დაავადებების და პიელონეფრიტის დროს.ფეიხოა ამაგრებს იმუნიტეტს და ამით ეფექტურად ებრძვის გაციებას და გრიპს.

ფეიხოას უმი მურაბა- ყველაზე სწორი გზაა ამ ნაყოფის დადებითი თვისებების შესანარჩუნებლად. გთავაზობთ მის რეცეპტს.

ინგრედიენტები :

1 კგ ფეიხოა

1 კგ შაქარი

მომზადება და გამოყენება

  1. გარეცხეთ ფეიხოას ნაყოფი კარგად, მოაჭერით ყუნწები
  2. გაატარეთ ნაყოფი ქერქიანად ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ შაქარი, ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. უმი მურაბა მაცივარში ინახება 2 თვემდე.
  3. ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობისთვის მიიღეთ მურაბა – 1 სუფრის კოვზი დილა- საღამოს 10 დღის განმავლობაში. შემდეგ ამდენივე ხანი შეისვენეთ.

ფეიხოა საუკეთესო პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შესანიშნავად არეგულირებს იოდის შემცველობას ორგანიზმში. სანამ სეზონი იქნება, ეცადეთ ყოველდღე მიირთვათ რამდენიმე ახალი ნაყოფი. ასევე გააშრეთ ფეიხოას კანი, რათა გაზაფხულამდე სვათ ვიტამინებით მდიდარი არომატული ჩაი.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. შესაძლოა სწორედ ამ ინფორმაციას ეძებენ!