მთავარი რჩევები ენდოკრინოლოგი: თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაქვთ, ყოველდღე 1 კოვზი შეჭამეთ.

ენდოკრინოლოგი: თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაქვთ, ყოველდღე 1 კოვზი შეჭამეთ.

by Keti

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია აგზნებულობა, ნევროზულობა, დეპრესია. კვერცხის გამოყენება მარტივი საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ამ ორგანოს მნიშვნელობა ძალიან დიდია. ის პასუხს აგებს ნერვული სისტემის, ფსიქიკის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპროდუქციული და ძვალ-სახსროვანი სისტემის მუშაობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ორი მთავარი ჰორმონი – ტრიიოდთირონინი (T3) და თიროქსინი (T4) – შედგება თიროზინისა და იოდისგან.

ფარისებრი ჯირკვალი ასევე გამოიმუშავებს სხვა ჰორმონს – კალციტონინს. თუ სისხლში ამ ჰორმონის კონცენტრაცია ნორმაზე მაღალია, ეს მეტყველებს ფარისებრის, ფილტვების, პროსტატის სიმსივნეზე და ანემიაზე.

კვერცხის გულის სარგებლობა ფარისებრი ჯირკვლისთვის

კვერცხის გული, ფარისებრი ჯირკვლისთვის, სამი ყველაზე მთავარი კვებითი ნივთიერების კარგი წყაროა.

  • თიროზინი

ეს არის ამინომჟავა, რომელიც ცილოვანი საკვებიდან შეიწოვება და ორგანიზმში სხვა ამინომჟავის – ფენილალანინისგან – გამომუშავდება. თიროზინი – კარგი განწყობის ფორმულა,        აქრობს შფოთვისა და შიშის გრძნობას და გვეხმარება სტრესთან ბრძოლაში. ქათმის ორ კვერცხში შედის 0,5 გრამი თიროზინი და 0,7 გრამი ფენილალანინი, მაშინ, როცა დღეღამური ნორმაა 1-5 გრამი).

  • იოდი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით იოდის დეფიციტი კვლავ რჩება ბავშვებში ტვინის განვითარების დარღვევის მთავარ მიზეზად. ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს იოდის საკმარისი რაოდენობა მთელი ცხოვრების მანძილზე, რათა ფარისებრმა ჯირკვალმა შეძლოს ჰორმონების გამომუშავება. ქათმის კვერცხის გული ორგანიზმს უზრუნველყოფს 12 მკგ იოდით, ეს კი დღიური ნორმის (150 მკგ-ს) 8%-ია.

  • სელენი

ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების 90% შეიცავს T4-ს, რომელიც გარდაიქმნება აქტიურ ჰორმონ T3-ად. ეს ხდება სელენდამოკიდებული ფერმენტების წყალობით. ამიტომ სელენი ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რეგულირებისთვის. ქათმის ერთი კვერცხი ორგანიზმს უზრუნველყოფს 16 მკგ სელენით, რაც შეადგენს დღიური ნორმის 29%.

როგორც ცნობილია, სტრესი ფარისებრ ჯირკვალს აიძულებს ზედმეტი დატვირთვით მუშაობას. ქათმის კვერცხით მკურნალობა უჩვეულო, მაგრამ რეალური საშუალებაა პრობლემების გადასალახად.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ორგანო რთულ დამოკიდებულებაშია სხვა ჯირკვლებთან და ბიოქიმიურ პროცესებთან. სისტემის ნებისმიერი ნაწილის დისბალანსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელ სისტემაზე, ამიტომ მკურნალობა უნდა იყოს ადაპტირებული კონკრეტულ მიზეზზე.

თუ ფარისებრი ჯირკვალი სათანადოდ არ მუშაობს, იოდის ან სხვა საკვები ნივთიერების მიღება, შეიძლება პრობლემას ვერ დაეხმაროს, პირიქით შესაძლებელია მისი გამწვავებაც. გაიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან სწორი დიაგნოზის მისაღებად, სანამ დაიწყებთ დამოუკიდებელ მკურნალობას.