მთავარი რჩევები ფიზკულტურა ჰიპერტონიკებისთვის: ეს 10 მოძრაობა დაგეხმარებათ წნევა ნორმაში დააბრუნოთ.

ფიზკულტურა ჰიპერტონიკებისთვის: ეს 10 მოძრაობა დაგეხმარებათ წნევა ნორმაში დააბრუნოთ.

by Keti

ყველაზე მეტად კაცობრიობა ავადობს წნევის მაღალი მაჩვენებლის გამო – იგივე ჰიპერტონიით. დღესდღეობით ერთ მილიარდ ადამიანზე მეტი განიცდის ამ პრობლემას. ეს რიცხვი გვაიძულობს ჰიპერტონიის პროფილაქტიკაზე ვიფიქროთ.

როგორ დავარეგულიროთ წნევა

ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში ითვლება, რომ ფეხის ტერფები დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ჯანმრთელობაში.

ტერფებზე გადაიკვეთება ადამიანის ექვსი მთავარი მერიდიანი: ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლების, ელენთისა და კუჭის.

სწორედ ფეხების საშუალებით სხეული განაგდებს გამომუშავებულ ენერგიას. როცა გადამუშავებული ენერგია ვეღარ გამოდის ორგანიზმიდან, ეს იწვევს სხვადასხვა პათოლოგიებს. დროთა განმავლობაში იწყება წნევის ცვალებადობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაძაბულობა თანდათან იწვევს დეპრესიას.

სისხლის შეგუბება, რომელსაც იწვევს ეს პროცესები, ასევე ხელს უწყობს ვარიკოზის, თრომბოფლებიტის, თირკმლების, ქალური დაავადებების განვითარებას. ყველაზე უსიამოვნო კი არის წნევის ცვალებადობა და ჰიპერტონია.

მედიკამენტები, რომლებიც ჰიპერტონიის დროს გამოიყენება, უარყოფით გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე. ეს მხოლოდ კრიზისული სიტუაციის გადაწყვეტაა და არა მკურნალობა. წნევის სტაბილიზაციისთვის საჭიროა, გადამუშავებული ენერგიის გამოთავისუფლება.

ტერფზე არსებული ბიოლოგიურად აქტიური წერტილებიდან ყველაზე მთავარია იუნ ცუანის წერტილი. მისი დახმარებით შევიწოვთ ენერგიას მიწიდან და ზედმეტისგან ვთავისუფლდებით.

წერტილი ტერფის შუაში მდებარეობს. თუ ფეხის თითებს ძლიერად შევკუმშავთ, დიდ და მცირე ბორცვებს შუა წარმოიქმნება პატარა ღრუ, ზუსტად იქ მდებარეობს იუნ ცუანის წერტილი.

მასზე თითებით უნდა ვიმოქმედოთ, რათა ტრავმა ავიცილოთ. დღეში 5-10 წუთით, ორივე ფეხზე, გაიკეთეთ იუნ ცუანის წერტილის მასაჟი. ეს დაგეხმარებათ დაგუბებული ენერგიისგან გათავისუფლებაში და თანდათან წნევაც ნორმაში ჩადგება.

ერთი მასაჟი საკმარისი არ არის, აუცილებელია ყოველდღიური ვარჯიშების დამატება. ყველაზე ეფექტური არის დახრები. ამ დროს ხდება გულისა და სისხლძარღვების გავარჯიშება, რაც თავის მხრივ არეგულირებს წნევას.

ყოველ დილით და ყოველ საღამოს 15 წუთი გამოუყავით ამ მარტივ ვარჯიშს. ასწიეთ ხელები მაქსიმალურად მაღლა და გაჭიმეთ. გააკეთეთ ამ პოზაში ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვისას ნელ-ნელა დაიხარეთ იატაკისკენ, გაჩერდით ასე რამდენიმე წამი, სანამ სისხლი თავთან არ წავა.

შემდეგ ნელა გასწორდით და შეისვენეთ. გააკეთეთ ეს 5-6ჯერ. თუ თავბრუ დაგეხვათ, შეწყვიტეთ და მეორე დღით მეტი გააკეთეთ.

ასევე სასარგებლოა ნელი დახრები და თავის მუხლებზე მიდება. ამოსუნთქვისას წინ იხრები, მოხრილი ხელები აწვება მუცელს. ასეთი დახრები კარგად მოქმედებს ხერხემალზე. ვარჯიშის შემდეგ შეატყუპეთ ხელები და ფეხები, შემდეგ ჩაიტარეთ ტერფების მასაჟი.

ეს კომპლექსი წნევის დაქვეითებაში გვეხმარება. გსურთ წნევის დარეგულირება? მაშინ ხშირად დაიხარეთ!

თქვენ რა მეთოდებს იყენებთ წნევის დასაქვეითებლად? მოგვიყევით კომენტარებში!