მთავარი რჩევები ნედლი ხახვი – გაახალგაზრდავების წყარო და უჯრედების ძლიერი რეგენერატორი: აიღეთ ჩვეულებრივი ხახვი…

ნედლი ხახვი – გაახალგაზრდავების წყარო და უჯრედების ძლიერი რეგენერატორი: აიღეთ ჩვეულებრივი ხახვი…

by guramus

ეთერული ზეთების მაღალი შემცველობის გამო ხახვს სასწაულების მოხდენა შეუძლია. არსებობს რეცეპტები, რომელთა დამზადების შემდეგ, ხახვი ორგანიზმის გაძლიერებას და გაახალგაზრდავებას გამოიწვევს. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ დანიშნა ეს ბოსტნეული სიმსუქნისგან განთავისუფლების ეფექტურ საშუალებად.

ხახვის წვენი

ხახვის ნიღაბი «ახალგაზრდობის წყარო»

თუთიის მაღალი შემცველობის გამო ხახვს კანის გაახალგაზრდავება და მისთვის სიგლუვის დაბრუნება შეუძლია. ნიღაბი ხახვით დაალაგებს ნაოჭებს და კანს გააბრწყინებს.

გახეხეთ ხახვი და დაამატეთ თაფლი. დაიმუშავეთ სახე მცენარეული ზეთით, უმჯობესია ზეითუნის ზეთით. შემდეგ ზეთზე დაიდეთ ხახვისა და თაფლის მასა. როცა პირველი ფენა გაშრება, დაამატეთ კიდევ ორი. პროცედურას 30 წთ სჭირდება. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და სახეზე კეფირი გადაატარეთ რათა ხახვის სუნი გაქრეს და კანი დაწყნარდეს.

მსგავსი ხახვის ნიღაბი 2 დღიანი შესვენებებით უნდა იკეთოთ. კურსი 10 პროცედურას მოიცავს. ორგანული მჟავების დახმარებით ხახვი კანზე ჯადოსნური ეფექტით მოქმედებს: კანი ბრწყინავს, დეფექტებისგან თავისუფლდება და ლაგდება. სახის ოვალი უფრო მეტად იკვეთება. ნიღაბი არაა განკუთვნილი მხოლოდ სახისთვის, ის საუკეთესოა ნებისმიერი პრობლემური ზონისთვის.

ხახვის ელექსირი «უჯრედების რეგენერატორი»

ხახვის წვენი, რომელიც ფოსფორმჟავას, იოდს და ფლავონოიდს შეიცავს, უნიკალური საშუალებაა, რომელიც გაახალგაზრდავების და უჯრედების აღდგენის პროცესს ააქტიურებს.რეკომენდირებულია ელექსირი შინაგანად მიიღოთ. ის აუმჯობესებს სახის კანის ფერს და გაციებისას მნიშვნელოვან პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს.

გაასუფთავეთ 10 საშუალო ხახვი და 1 ნივრის კბილი. ჩაუშვით 1 ლიტრ რძეში და ნელთბილ ცეცხლზე 1 სთ ხარშეთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ. დაამატეთ 2 ს.კ. თაფლი და უკვე გაციებული რძე. შეინახეთ ელექსირი მაცივარში, შუშის ბოთლში კარგად დახურული თავსახურით.

მიიღეთ 1 ს.კ. ელექსირი დღეში 5-ჯერ საკვების მიღებებს შორის. ეს უნიკალური საშუალება არამხოლოდ კანს განკურნავს და გაახალგაზრდავებს, არამედ იმუნურ სისტემას და ორგანიზმს გააძლიერებს.

სპეციფიკური ხახვის სუნი თავის ტკივილის დროსაც დაგეხმარებათ. საკმარისია  შეისუნთქოთ და სიმსუბუქეს შეიგრძნობთ. ყველაფერი ფიტონციდების დამსახურებაა, რომლებიც ხახვის დაჭრის დროს ცრემლების წარმოქმნას უწყობენ ხელს.

თუ ფრჩხილებს ყოველდღე დაიბანთ ხახვის წვენით, ყველაზე დაზიანებულ და გატეხილ ფრჩხილებსაც გააუმჯობესებთ. ხელებს რომ ხახვის სუნი არ დარჩეს, ლიმნის წვენით გაწმინდეთ.

ცხიმების დამწველი ხახვის სუპი

ხახვი კუჭ-ნაწლავთა სისტემაში ნივთერებათა ცვლას ააქტიურებს, ზედმეტ ტოქსინებს გამოდევნის და ძალიან ეფექტურია დიეტა, რომელიც ხახვის სუპის მიღებას ითვალისწინებს. 1 კვირის მანძილზე სუპი ყოველდღე უნდა მიირთვათ და რაციონს მხოლოდ ნებადართული პროდუქტები დაამატოთ. ხახვის სუპი დაგეხმარებათ ძალიან სწრაფად გახდეთ, გაასუფთავოთ სისხლი და გაიმჯობესოთ განწყობა.

მის მოსამზადებლად აიღეთ 6 ხახვი, რამდენიმე პომიდორი, 1 ფენა კომბოსტო, 2 ბულგარული წიწაკა, 1 კონა ნიახური და ოხრახუში. ყველა ბოსტნეული გაასუფთავეთ და დაჭერით. დაასხით წყალი და მომზადებამდე ხარშეთ. შეგიძლიათ სუნელებითა და პილპილით შეკაზმოთ.

1 კვირის მანძილზე ყოველდღე ხარშეთ მსგავსი სუპი და დღეში 3-ჯერ მიირთვით, შეიძლება 4-ჯერ. დიეტის პირველ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ყველანაირი ხილი, ბანანის გარდა. მეორე დღეს რეკომენდირებულია ნებისმიერი ბოსტნეული კარტოფილის გარდა. მესამე დღეს სუპთან ერთად მხოლოდ ხილი მიირთვით, მეოთხე დღეს ისევ ბოსტნეული. მეხუთე დღეს შეგიძლიათ რაციონში 500გ ქათამი შეიტანოთ. დიეტის მეექვსე და მეშვიდე დღეს ბოსტნეულიც, ხილიც და ქათამიც შეგიძლიათ.

დიეტა ხახვის სუპით შიმშილის გრძნობას აქრობს. ამასთან, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. 1 კვირის შემდეგ არამხოლოდ გახდებით, არამედ სისხლძარღვებს გაწმენდთ და იმუნიტეტს გაიძლიერებთ.

რითია სასარგებლო ხახვი ქალებისთვის? დღეში 1 ხახვი საშუალებას მოგცემთ რწინვალედ გამოიყურებოდეთ და თავს ძალიან კარგად გრძნობდეთ. დაქუცმაცებული ხახვი შეიცავს ვიტამინებს A-ს და C-ს და სწორედ ამ ვიტამინების ნაკლებობა ხდება ჰორმონალური ბალანსის რღვევის მიზეზი. ასევე ის შეიცავს კალიუმსა და კალციუმს.

მიირთვით დღეში 1 ხახვი და არ დაგჭირდებათ არანაირი ვიტამინები აფთიაქიდან! განსაკუთრებით საჭიროა მისი მირთმევა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.