მთავარი რჩევები მუქი ზოლები ფრთხილებზე – საშიში სიგნალი, ონკოლოგები გვაფრთხილებენ.

მუქი ზოლები ფრთხილებზე – საშიში სიგნალი, ონკოლოგები გვაფრთხილებენ.

by Keti

ყველა ქალს უნდა, რომ მათი ხელები მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. დარწმუნებული ვარ, თქვენც უვლით ხელებსა და ფრჩხილებს! საქმე ისაა, რომ ფრჩხილები არამხოლოდ იმისთვისაა, რომ გემოვნებით შეიღებოთ, არამედ ისინი თქვენი ჯანმრთელობის ინდიკატორიცაა.

ზოლები ფრჩხილებზე

აღმოსავლური მედიცინა ამტკიცებს: ფრჩხილების მდგომარეობის მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ, როგორი პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში. არის მთელი რიგი გარეგანი ნიშნებისა, რომელთაგან თითოეული შეესაბამება ამა თუ იმ პრობლემას.

1. ფრჩხილები, რომლებიც კარგავს ფერს და იცვითება, მოწმობს მოახლოებულ სიბერეზე. ამასთან ერთად, უფერული ფრჩხილი – ანემიის, უჭმელობის, ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების ნიშანია. დათვალეთ, საკმარისად იღებთ ვიტამინებს საკვებ პროდუქტებთან ერთად?

2. თეთრი ფერის ფრჩხილები მოწმობს ჰეპატიტის არსებობაზე. სიტუაცია სერიოზულია, თუკი ფრჩხილებზე გაჩნდა მუქი ზოლები.

3. ყვითელ ფრჩხილებთან ყველაფერი გასაგებია – ეს სოკოა. თუ ისინი თან იფცქვნება, უნდა მიიღოთ სერიოზული ზომები. იშვიათად ფრჩხილის გაყვითლება არის დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ნიშანი.

4. ფრჩხილები, რომლებმაც მიიღო მოცისფრო შეფერილობა, მოწმობს ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობაზე, ეს კი ხშირად ფილტვების დაავადების ნიშანია. თუ ფრჩხილი გალურჯდა ფუძესთან, შეიმოწმეთ თავი შაქრიან დიაბეტზე.

5. თუ ფრჩხილი გახდა ნაკეცებიანი ან დანაოჭდა, ელოდეთ ართრიტს. აგურისფერ-ყავისფერი შეფერილობაც მოწმობს იმავეზე.

6. მტვრევადი, გაბზარული ფრჩხილები, რომლებიც მუდმივად შრევდება, მოწმობს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე. თუმცა მათი შეფერილობა ჯანსაღი რჩება.

7. ფრჩხილების ქვეშ შავი მუქი ზოლები შეიძლება იყოს სისხლჩაქცევები ან მოწმობდეს ძალიან მძიმე პრობლემაზე – მელანომაზე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სიმპტომები თქვენ არ გეხებათ და ამის წაკითხვისას მსგავსი არაფერი აღმოგიჩენიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, პროფილაქტიკა – მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. გაუზიარეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეგობრებს და არ დაგავიწყდეთ ორგანიზმის მომარაგება ვიტამინებითა და მინერალური კომპლექსებით, სეზონურად.