მთავარი რჩევები ეს შუშხუნა უბრალოდ გამოაშრობს ცხიმს, ძვლებამდე. დღეში ერთი ჭიქა წვავს.

ეს შუშხუნა უბრალოდ გამოაშრობს ცხიმს, ძვლებამდე. დღეში ერთი ჭიქა წვავს.

by Keti

დღეს საუბარი იქნება საჭმელი სოდისა და ლიმონის საკვირველ კავშირზე. გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები. დაინტერესდით? განაგრძეთ კითხვა.

სწრაფი გახდომა სახლის პირობებში

საჭმელი სოდისა და ლიმონის სასმელი ყველაზე მარტივი, იაფი და ეფექტური საშუალებაა გასახდომად. თავიდან სოდაზე ვისაუბროთ. ყველაზე კარგ საშუალებად ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღსადგენად ითვლება საკვები სოდა.

საკმარისია სოდის რეგულარულად სუფთა სახით გამოყენება და ამით დარეგულირდება ph. ეს ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და ხელს უწყობს წონის კლებას.

საოცარი სასმლის მეორე კომპონენტი ლიმონია. სუფთა ლიმონის წვენის გამოყენება აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას. მას აგრეთვე აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისებები. ლიმონი აუმჯობესებს საჭმლოს მონელებას, ორგანიზმს ეხმარება სასარგებლო ელემენტების სრულად შეთვისებაში, მას ამარაგებს C ვიტამინით.

ახლა მოვამზადოთ ჩვენი გასახდომი სასმელი. ის სასწაულებს ახდენს!

ინგრედიენტები

300 მილილიტრი წყალი

ნახევარი ლიმონის წვენი

ნახევარი ჩაის კოვზი სოდა

მომზადება

1. სასმელი უშუალოდ გამოყენების წინ მოამზადეთ. ეს სწრაფი პროცესია. ლიმონის წვენი ჭიქაში გამოწურეთ, დაამატეთ სოდის ნაწილი და ცოტა წყალი.

2. როცა ნარევი შეწყვეტს ბუყბუყს, დაამატეთ დარჩენილი სოდა და წყალი ბოლომდე. სასმელი მზად არის. დალიეთ პატარა ყლუპებით, რათა მოასწროს კარგად შეთვისება. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ პიტნის ფოთლები ან ყინული.

სასმელის გამოყენება სასურველია დილით, უშუალოდ ჭამის წინ. ზომიერი გამოყენებისას კარგი საშუალება იქნება გახდომისთვის. დაგეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებასა და გაგრილებაში. ასევე სასმელი ახშობს შიმშილის გრძნობას.

მაგრამ არ ღირს მისი ჭარბად გამოყენება, რადგან შეიძლება გახდეს პირის ღრუსა და საყლაპავის გაღიზიანების, არტერიული წნევის პროვოცირებისა და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების მიზეზი. ამიტომ დღეში ერთი ჭიქა საკმარისია. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ სწორი კვების გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ ამ კომპონენტების რეგულარული აბაზანები. პროცედურის არსი ისაა, რომ წყალი აღწევს გაფართოებულ ფორებში და იქიდან გამოაქვს ტოქსინები. სოდის აბაზანა ლიმონის ეთერზეთის დამატებით, აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას. კანს არბილებს და აქვს მომადუნებელი ეფექტი.

სოდის აბაზანის მომზადება მარტივია. 60 გრამი სოდა გახსენით სასურველი ტემპერატურის წყალში, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის ეთერზეთი, ჩაწექით აბაზანაში ათიდან ოც წუთამდე. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ.

სოდის აბაზანა და სასმელი სასწაულებს არ ქმნის, თუმცა ისინი საუკეთესო დანამატია გახდომის ზოგადი პროცესისთვის.

ყველას გახდომის საკუთარი საიდუმლო აქვს. გაგვიზიარეთ თქვენი საიდუმლო კომენტარებში!