მთავარი რჩევები პრობლემების ჩამონათვალი, რომლებიც გადაწყდება ამ უიაფესი საშუალებით. აუცილებლად შეინახეთ.

პრობლემების ჩამონათვალი, რომლებიც გადაწყდება ამ უიაფესი საშუალებით. აუცილებლად შეინახეთ.

by Keti

აქტივირებული ნახშირი ყველა აფთიაქშია. მის შესანიშნავ თვისებებზე ყველა ასაკის ადამიანმა იცის. ის არაა ცნობილი მხოლოდ დეტოქსიკაციით.

ჩვენ გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ აქტივირებული ნახშირი სილამაზისთვის, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

აქტივირებული ნახშირის სარგებლიანობა

1. მეტეორიზმი და შებერილობა

აქტივირებულ ნახშირს აქვს აბსორბციის დიდი უნარი. მიიღეთ 500 მილიგრამი ჭამამდე ერთი საათით ადრე, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად.

2. კვებითი მოწამვლის მკურნალობა

ნახშირი სწრაფად ანეიტრალებს ტოქსინებს. მისი მიღება დაგეხმარებათ პირღებინების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ტკივილის თავიდან აცილებაში.

3. ჯანმრთელი თირკმელები

აქტივირებულ ნახშირს შეუძლია გამოყოს შარდოვანა და დაეხმაროს თირკმელებს, რომლებიც ორგანიზმის სრულყოფილი გამწმენდი ორგანოა.

4. მაღალი ქოლესტერინი

აქტივირებულ ნახშირს შეუძლია ქოლესტერინის საერთო დონის შემცირება დაახლოებით მეოთხედით. ქოლესტერინი კი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზი.

5. ბახუსის პროფილაქტიკა

როგორც მოქმედი სორბენტი (შემწოვი) აქტივირებული ნახშირი ეფექტურად უმკლავდება ჭარბი ალკოჰოლის სიმპტომებს. მას ორგანიზმიდან გამოჰყავს ქიმიკატები და დამატკბობლები, ხოლო თუ ნახშირს მიიღებთ სპირტთან ერთად, ის აქვეითებს სასმელის კონცენტრაციას.

6. თეთრი ღიმილი

ჰოლივუდის კაშკაშა ღიმილის მისაღებად არ არის საჭირო ძვირადღირებული პროცედურები, საკმარისია, დაფქვათ 2-3 ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი, დაიტანოთ ჯაგრისზე და კარგად გაიხეხოთ კბილები. 5 წუთი საკმარისი იქნება.

კბილების გათეთრების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მათი გაწმენდა ჩვეულებრივი კბილი პასტით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ. ნახშირი არამარტო კბილის ნადებს შთანთქავს, არამედ ამაგრებს მინანქარსაც.

7. რბილი კანი

გსურთ სუფთა და ლამაზი კანი? შეიძინეთ აქტივირებული ნახშირი. ეს იაფი საშუალება ფორებიდან მაგნიტივით იწოვს, კანი ხდება სუფთა და რბილი.

ჩირქოვანი გამონაყარის დროს, ერთი დაფქული ტაბლეტი ორ სუფრის კოვზ ალოეს გელს შეურიეთ. მსუბუქი მასაჟური მოძრაობით წაისვით სუფთა კანზე. დააყოვნეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნახშირის ნიღბების ხშირი გამოყენება დაგეხმარებათ ჯანმრთელი და ნაზი კანის შენარჩუნებაში.

8. ბრწყინვალე თმა

ჭუჭყი, ცხიმი, ტოქსინები. ისინი აბინძურებს თავის კანს და ცუდად მოქმედებს თმაზეც. შეურიეთ დაფხვნილი ნახშირი შამპუნის მცირე რაოდენობას და დაიბანეთ თავი. აი, ნახავთ, თმა დიდხანს იქნება სუფთა და აბრეშუმისებური.

9. ადრეული სიბერის პროფილაქტიკა

აქტივირებული ნახშირი ხელს უწყობს გარეგნულ და ასევე ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგანაც წმენდს და ახდენს ადრეული სიბერის პროფილაქტიკას.

10. სუნი პირიდან

ნახშირი საუკეთესო დეზოდორანტია პირის ღრუსთვის. ანორმალიზებს ph-ს. იცავს კბილებსა და ღრძილებს ბაქტერიებისგან. ცოტა ფხვნილი დაამატეთ პასტაში და ისე გაიხეხეთ.

11. ნაწლავების გაწმენდა

ეს არის აქტივირებული ნახშირის მთავარი ფუნქცია. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის ხშირი პროფილაქტიკური წმენდა. შვიდდღიანი დეტოქსი აქტივირებული ნახშირით და თქვენ თავს ჩვილივით იგრძნობთ.

არ დაგავიწყდეთ სასარგებლო სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: