მთავარი კულინარია ყველაზე სწრაფი კრემის მომზადება ამ რეცეპტით შეგიძლიათ. 2 ინგრედიენტი და 10 წუთი საკმარისია.

ყველაზე სწრაფი კრემის მომზადება ამ რეცეპტით შეგიძლიათ. 2 ინგრედიენტი და 10 წუთი საკმარისია.

by Keti

რბილი და ჰაეროვანი ზეფირის კრემით შესაძლოა მორთათ ნებისმიერი ნამცხვარი, მაგრამ ყველაზე მეტად ის ბისკვიტს უხდება. გამოაცხვეთ ბისკვიტი, გაჭერით ის სისქეზე და წაუსვით შემოთავაზებული კრემი. მომდევნო ფენაზე შეგიძლიათ ჯემის, ხილის ფაფის ან შოკოლადის მასის წასმა. სადღესასწაულო დესერტი მზად არის.

მოსამზადებლად ვიღებთ ნაყიდ ზეფირს, თუმცა სახლშიც შეიძლება მისი გაკეთება. ამჯერად ნაყიდზე შევჯერდეთ. გამოიყენეთ გაუციებელი მასა. ყურადღება მიაქციეთ, რომ შაქარი არ დაამატოთ კრემში, ზეფირის სიტკბო სრულიად საკმარისია.

ინგრედიენტები

100 გრამი ზეფირი

100 გრამი კარაქი

მომზადება

ზეფირი შუშის ქილაში მოამზადეთ ისე, რომ არ გახლიჩოთ. შედგით მიკროტალღურში ნახევარი წუთით. კარაქი დაჭერით კუბებად და დატოვეთ სანამ დარბილდება.

გაცხელებული ზეფირი ათქვიფეთ მიქსერით და თან ამატეთ კარაქის ნაჭრები. მას შემდეგ, რაც კარაქის ნახევარს გამოიყენებთ, შეწყვიტეთ თქვეფა.

მოათავსეთ კრემიანი ქილა ცივ წყლიან ქვაბში და აგრძელეთ თქვეფა. თან დაუმატეთ დარჩენილი კარაქი. ხუთი წუთის შემდეგ კრემი მზადაა.

ზეფირის კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკლერებისთვის ან დესერტების მოსართავად. კულინარული შპრიცის დახმარებით, იოლად გააკეთებთ მდგრად ფოთლებს, ყვავილებს, ან ზოლებს.

ეს შესანიშნავი რეცეპტი შეინახეთ და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!