მთავარი კულინარია ტოლმა რუმინულად: აი, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი კერძი.

ტოლმა რუმინულად: აი, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი კერძი.

by Keti

ტოლმა იმდენად ძველი კერძია, რომ რთულია, რომელიმე ქვეყნის სამზარეულოს მივაკუთვნოთ. ჩინელები თავისად იჩემებენ, ბერძნები ამტკიცებენ, რომ ღორის ხორცს კომბოსტოს ფოთლებში ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მიირთმევდნენ.

XVIII საუკუნეში ღარიბი ხალხი მის შემცვლელს აკეთებდა, ისინი ხორცსა და ბრინჯს კომბოსტოს ფოთლებში ახვევდნენ და ასე აცხობდნენ.

ჩვენ შემოგთავაზებთ ცოტა განსხვავებულ რუმინულ რეცეპტს.

ტოლმის მომზადება

რუმინული ტოლმა გამოდის უფრო წვნიანი და ჩვეულებრივზე სამჯერ უფრო გემრიელი. მის მოსამზადებლად სხვადასხვა სახის ხორცს იყენებენ, მათ შორის, ბეკონსაც კი. ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტს, სადაც სასურველია მოსამზადებლად აიღოთ ღორის ან საქონლის ფარში, რადგან სხვა ხორცისგან კერძი ნაკლებად წვნიანი გამოვა.

ინგრედიენტები

ერთი თავი ახალი კომბოსტო

250 გრამი ღორის ან საქონლის ფარში

100 გრამი ბრინჯი

ერთი სტაფილო

ერთი ხახვი

ნახევარი ჭიქა წყალი

მარილი და პილპილი – გემოვნებით

ინგრედიენტები ,,ქურქისთვის”

ორი სუფრის კოვზი არაჟანი

100 გრამი მაგარი ყველი

ორი პომიდორი

ოთხი საშუალო კბილი ნიორი

ერთი კონა კამა ან ოხრახუში

მომზადება

1. ფოთლების ადვილად გასაცალკევებლად მოათავსეთ კომბოსტო მიკროტალღურ ღუმელში 7-10 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლით და გაარჩიეთ.

2. მოხარშეთ ბრინჯი ნახევრად.

3. დაჭერით ხახვი წვრილად, გახეხეთ სტაფილო და მოშუშეთ ტაფაში.

4. დაუმატეთ ბრინჯი და ფარში. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

5. ახლა გადაახვიეთ ტოლმა და დაალაგეთ ცხიმწასმულ საცხობზე.

6. ჩაასხით საცხობში წყალი, დააფარეთ ფოლგა, დადგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით.

7. ახლა დროა თავად ,,ქურქის” მომზადება. წვრილად დაჭერით პომიდორი, გახეხეთ ყველი, დაჭერით მწვანილი, ჩაჭყლიტეთ ნიორი, შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს.

8. დაამატეთ ,,ქურქს” არაჟანი, პილპილი, მარილი და აურიეთ ხელახლა.

9. თანაბრად გაანაწილეთ ტოლმის ზედაპირზე ,,ქურქი”, გაასწორეთ და კვლავ შედგით ღუმელში. 15 წუთის შემდეგ ტოლმა მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!

ტოლმის ხორცით მომზადება ნამდვილი ხელოვნებაა. ყველაფერი კარგად რომ გამოვიდეს, გაითვალისწინეთ ზოგიერთი ნიუანსი თვით კომბოსტოს ფოთლების მომზადებისას.

  1. თუ ხარშავთ კომბოსტოს ტოლმისთვის, თავიდან ამოჭერით ღერო, შემდეგ ფოთლები თავად გაცალკევდებიან ხარშვისას.
  2. უფრო გემრიელი ტოლმის მოსამზადებლად, მარილი არამხოლოდ ფარშს, არამედ კომბოსტოსაც მოაყარეთ.
  3. თავად კომბოსტოს ფოთლებიდანაც ამოჭერით მისი სქელი ღეროები. ასეთი ტოლმა უფრო რბილი გამოვა.

შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც – დაე, ყველამ ისწავლოს ტოლმის გემრიელად მომზადება.