მთავარი რჩევები ეს 15 წესი საკმარისია იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები მოიცილოთ სახლის პირობებში

ეს 15 წესი საკმარისია იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები მოიცილოთ სახლის პირობებში

by Keti

ჭარბი კვება, სტრესი, ჰორმონული დისბალანსი იწვევს წონაში მატებას. ზედმეტი წონის გამო სხვადასხვა დაავადება ვითარდება. გთავაზობთ ე.წ. აიურვედეს – უძველეს ინდურ ,,მეცნიერებას სიცოცხლის შესახებ”. ამ სწავლებით თანახმად, არსებობს ურთიერთკავშირი ადამიანის კონსტიტუციის ტიპსა და მისი საჭმლის მომნელებელი სისტემის თავისებურებებს შორის.

აიურვედა გახდომისთვის

ჩვენ 15 უნივერსალური აიურვედული წესი მოვაგროვეთ, რომლებიც ყველა ტიპის აღნაგობას უხდება. ეს დაგეხმარებათ წონის დაკლებაში ბუნებრივი მეთოდებით, ქიმიისა და ექსტრემალური დიეტის გარეშე.

1. გაიღვიძეთ ადრე

თუ ადგებით დილით 6-7 საათზე, თავს მხნედ იგრძნობთ, გააკეთებთ ბევრ საქმეს. თუ გძინავთ დღე ან რეგულარულად დგება 8 საათზე გვიან, ეს ხელს უწყობს წონის მატებას.

2. დაწექით 22:00 ან 23:00 საათზე

რაც არ უნდა რთული იყოს, ამას მალე მიეჩვევით. ტვინი არ გადაიღალოთ ძილის წინ კითხვით ან ფილმების ყურებით.

3. დალიეთ უზმოზე ლიმონიანი წყალი

დაიწყეთ დილა ერთი ჭიქა თბილი წყლითა და მეოთხედი ლიმონით. ეს ნაწლავებს გაასუფთავებს და ხელს შეუწყობს პერისტალტიკას.

4. დაიმასაჟეთ კანი

ყოველ დილას მიიღეთ შხაპი ჯაგრისით, რათა სისხლის ცირკულაცია გაიუმჯობესოთ.

5. მიირთვით ჭამის წინ იმბირი

როცა არ იცით, როგორ იკვებოთ სწორად, უბრალოდ დაიწყეთ ყოველი ჭამის წინ იმბირის მარინადის პატარა ნაჭრის მიღება. ეს ხერხი აცხრობს მადას.

6. ჭამეთ რეგულარულად და მხოლოდ მაშინ როცა იგრძნობთ შიმშილს

თუ გამოტოვებთ რომელიმე ჭამის ჯერს, თქვენ საჭმლის მომნელებელ სისტემას არ მისცემთ სრულფასოვნად მუშაობის საშუალებას. სწორი მეტაბოლიზმისთვის აუცილებელია, ორჯერ ჭამოთ და ორჯერ წაიხემსოთ დღის განმავლობაში. ეცადეთ 7-8 საათის მერე არ ჭამოთ.

7. შეურიეთ პროდუქტები სწორად

ერთდროულად არ მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება გემოთი, შემადგენლობით. ეს ტვირთავს საჭმლის მომნელებელ სისტემას. გახსოვდეთ! ცილები – ნახშირწყლებისგან დამოუკიდებლად, ხოლო ხილი – ცალკე ყველა საკვებისგან.

8. დალიეთ თბილი წყალი ჭამის დროს

თბილი წყალი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში

9. ჩართეთ რაციონში ძროხის ერბო

აიურვედში ერბოს დიდი მნიშვნელობა აქვს მისი სამკურნალო თვისებების გამო.

10. დალიეთ სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრისგან მომზადებული ერთი ჭიქა წვენი

შეურიეთ ახალგამოწურული ბოსტნეულის წვენი ორ ჩაის კოვზ სელის ზეთს და დალიეთ უზმოზე, საუზმისას ან სადილის წინ.

11. იკვებეთ ნატურალური და ახალი საკვებით

არანაირი კონსერვი, სამდღიანი სუფი, ან ფასტფუდი.

12. ისადილეთ მსუყედ, ივახშმეთ მსუბუქად

შუა დღით უხვად მიირთვით, საღამოს – მსუბუქად. საკმარისია 2-3 ჯერის კვება იდეალური წონისთვის. კვების ძირითადი მასა უნდა მოდიოდეს დღის 11 საათიდან 2 საათამდე.

13. დაღეჭეთ ცერეცო ჭამის შემდეგ

მეოთხედი ჩაის კოვზი ცერეცოს თესლი გაიჩერეთ პირში, დაღეჭეთ კარგად და გადაყლაპეთ. ის აუმჯობსებს სუნთქვას.

14. აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები

10 წუთი დღეში გაჩუქებთ ენერგიის მოზღვავებას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

15. გამოყავით დღეში 30 წუთი ვარჯიშებისთვის

დღის განმავლობაში შეასრულეთ ვარჯიშები. თუ ცურავთ, დარბიხართ, სეირნობთ ველოსიპედით – ეს შესანიშნავია სხეულის მოქნილობისა და ამტანობისთვის.

უძველესი ინდური წესები აპრობირებულია. მათ წესრიგში მოჰყავთ ყველა პროცესი ორგანიზმში. სხეულს არიდებენ დაავადებებს და უსიამოვნო აზრებს.

გასახდომი აიურვედა არის ალტერნატიული მიდგომა კარგი აღნაგობის მისაღებად, ოქროს შუალედის პრინციპის მიხედვით. გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!