მთავარი კულინარია იაპონური ფუნთუშები: სამჯერ რბილია, ვიდრე ჩვეულებრივი ფუნთუშები. აი რეცეპტი

იაპონური ფუნთუშები: სამჯერ რბილია, ვიდრე ჩვეულებრივი ფუნთუშები. აი რეცეპტი

by Keti

საფუარიან ცომთან უსასრულოდ შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ჰაეროვანი და რბილი პროდუქტის გამოცხობა, გირჩევთ, მიმართოთ იაპონელი მცხობელების სიბრძნეს. ღრუბელივით ჰაეროვანი ფუნთუშა ,,ხოკაიდო” ერთნაირად უყვარს ყველას მთელ აზიაში. ისინი ბუმბულივით ნაზია და ჰაეროვანი, როგორც ღრუბელი.

მიუხედავად ინგრედიენტების სიმარტივისა, ტკბილ ფუნთუშებს თავისი საიდუმლო აქვთ და მას ,,ტანჯონგი” ეწოდება. ეს არის ცომის მომზადების ტექნიკა, როცა იყენებენ რძეში მოხარშულ ფქვილს. ის ცნობილია, როგორც კლეისტერი.

ინგრედიენტები

260 მილილიტრი რძე

370 გრამი ფქვილი

ექვსი სუფრის კოვზი შაქარი

შვიდი გრამი მშრალი საფუარი

ორი კვერცხი

ერთი ჩაის კოვზი მარილი

სამი სუფრის კოცზი კარაქი

ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი

მომზადება

  1. პირველად ,,ტანჯონგი” მოვამზადოთ: შეურიეთ 100 მილილიტრი რძე და 20 გრამი ფქვილი ერთგვაროვან მასამდე. დადგით საშუალო ცეცხლზე სამი წუთით, განუწყვეტლივ ურიეთ. უნდა გამოვიდეს პუდინგის მსგავსი მასა. შემდეგ გააციეთ.
  2. მოამზადეთ საფუარი, შეურიეთ ის დარჩენილ თბილ რძეს, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი შაქარი. დააყოვნეთ 10-15 წუთი.
  3. გაცერით დარჩენილი ფქვილი, დაამატეთ მარილი და აურიეთ. გატეხეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი, ჩაასხით მასში საფუარიანი რძე და გაციებული ფქვილის პუდინგი.
  4. აურიეთ ცომი მიქსერით, ხუთი წუთით. დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი რბილი კარაქი და კვლავ თქვიფეთ ერთგვაროვნებამდე. ცომი უნდა იყოს ელასტიური და არ ეკვროდეს ხელებს.
  5. დაასვენეთ ცომი ცხიმწასმულ ჯამში დაახლოებით ნახევარი საათით, დააფარეთ საკვები ცელოფანი. ცომი ორჯერ უნდა გაიზარდოს.
  6. შეურიეთ დარიჩინი შაქარს, გაადნეთ ორი სუფრის კოცზი კარაქი. ყველაფერი მზად არის ფუნთუშის ფორმირებისთვის.
  7. აიღეთ ცომი და გააბრტყელეთ მაგიდაზე, რათა გამოვიდეს სქელი ბლინი. გაყავით რვა სწორ ნაწილად. თითოეულისგან გააკეთეთ ბურთი.
  8. ცომის ყოველი ბურთი ოვალურად გააბრტყელეთ. წაუსვით კარაქი, მოაყარეთ დარიჩინიანი შაქარი. გადაახვიეთ შემდეგი სახით: თავიდან შემოუხვიეთ გვერდები, შემდეგ გადაახვიეთ რულეტის სახით.
  9. დააწყვეთ ცომი პერგამენტის ქაღალდზე, დააფარეთ ცელოფანი და დაასვენეთ ერთი საათით თბილ ადგილას.
  10. როცა ფუნთუშა აიწევს, წაუსვით მას გათქვეფილი კვერცხი და შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.
  11. როგორც კი ფუნთუშები მომზადება, ამოიღეთ ისინი ფორმიდან და მოაცილეთ ქაღალდი, რათა გაცივდეს.

შედარებით პატარა ცომის ნაწილისგან საბოლოოდ მიიღება საკმარისი რაოდენობის რძიანი ფუნთუშები.

ფუნთუშები რომ უკეთესი გამოვიდეს, გირჩევთ, გამოიყენოთ თეთრის ნაცვლად ყავისფერი შაქარი. თუ რეცეპტი მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს!