მთავარი კულინარია მირჩიეს წიწიბურას თაფლი და კაკალი დაუმატეო. ჩემი ფარისებრი ჯირკვალი ახლიდან დაიბადა.

მირჩიეს წიწიბურას თაფლი და კაკალი დაუმატეო. ჩემი ფარისებრი ჯირკვალი ახლიდან დაიბადა.

by Keti

ფარისებრი ჯირკვალი – ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოებს შორისაა, მასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს უარყოფითად, მაგალითად, დაბინძურებული გარემო, სტრესის მაღალი დონე.

რატომაა ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი? საქმე ისაა, რომ ის გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც მეტაბოლიზმსა და უჯრედების ზრდას არეგულირებენ.

ხშირად არის, რომ ადამიანი მსუქანია არა იმიტომ, რომ ბევრს იკვებება, არამედ იმ მიზეზით, რომ მისი ფარისებრი ჯირკვალი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს. ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც კალორიებს საკვებიდან ენერგიაში გადადევნის.

თუ ეჭვობთ ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ ყველა აუცილებელი ანალიზი.

წიწიბურას ფაფის სარგებლობა

წიწიბურას აქვს სასარგებლო ნივთიერებების მთელი ნაკრები. მინერალების გარდა ის არის რკინის, თუთიის, სელენის წყარო. წიწიბურას ფაფაში ბევრი ამინომჟავაა: ლიზინი, ტრეონინი, ტრიპტოფანი. სწორედ ისინი, იოდთან ერთობლიობაში, გამოყოფს მეტაბოლიზმისთვის აუცილებელ ჰორმონებს.

წიწიბურას ფაფის სარგებლიანობა დიდი ხანია დამტკიცებულია. სასარგებლო ნივთიერებების გარდა ის ასევე გემრიელი და უნივერსალური საუზმეა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

რეცეპტი, რომელიც გვინდა გაგიზიაროთ, აერთიანებს წიწიბურასა და რამდენიმე შეუცვლელ პროდუქტს, რომლებიც ენდოკრინული ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია.

ინგრედიენტები

ერთი ჭიქა წიწიბურა

ერთი ჭიქა ბერძნული კაკალი

ერთი ჭიქა თაფლი

ქიშმიში და კურაგა (გარგარის ჩირი)

მომზადება

1. წიწიბურა დაფქვით ყავის საფქვავში.

2. ბერძნული კაკალი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში

3. კარგად აურიეთ ყველაფერი და შედგით ქილა მაცივარში.

მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ქიშმიში და კურაგა გემოვნების მიხედვით დაამატეთ.

ამ ნარევის წყალობით თქვენი მეტაბოლიზმი ნორმაში ჩადგება, ეს კი ფიგურას მოიყვანს წესრიგში. ასევე თაფლი დაგეხმარებათ სტრესებთან ბრძოლაში და აამაღლებს შრომისუნარიანობას.

ბერძნული კაკალი ფლობს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, ასევე ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

აუცილებლად სინჯეთ ეს რეცეპტი და ურჩიეთ ახლობლებს! ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაზე ხომ თქვენი ჯანმრთელობაა დამოკიდებული.