მთავარი რჩევები ბავშვთან ერთად გაკვეთილების შესრულება საჭირო არ არის! და საერთოდაც არ არის საჭირო გაკვეთილების მომზადება…

ბავშვთან ერთად გაკვეთილების შესრულება საჭირო არ არის! და საერთოდაც არ არის საჭირო გაკვეთილების მომზადება…

by Keti

,,მოამზადე გაკვეთილები?” არცთუ იშვიათად, საშინაო დავალება ბავშვებსა და მშობლებს შორის ნამდვილი ბატალიების მიზეზი ხდება. შეუსრულებელი დავალება საუკეთესო მიზეზია სკოლაში მშობლის გამოსაძახებლად. ბავშვები დატვირთულები არიან საშინაო დავალებებით. და რა არის შედეგი?

მოგიყვებით, რატომ არ ღირს საშინაო დავალებების შესრულება.

როგორ შევასრულოთ გაკვეთილები სწორად

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯერალდ ლე ტენდრმა თვალსაჩინოდ დაასაბუთა მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების შესრულების უსარგებლობა.

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში საშინაო დავალებას დასჯისთვის იყენებდნენ. რა უნდა იყოს იმაზე უარესი, რომ ისედაც დაღლილ ბავშვს თავისუფალი დრო წაართვა?

,,ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირადი თავისუფალი დრო, როცა ისვენებს და არაფერს აკეთებს: დღეში ორიდან ოთხ საათამდე. ამბიციური მშობლები ბავშვებს ატარებენ წრეებზე, სექციებზე, ენებზე… შედეგი არის ნევროზი და ყველაფერი ის, რაც მას მოჰყვება.” – ამტკიცებს ფსიქოლოგი მიხეილ ლაბკოვსკი.

ჰონკონგში, ტაივანსა და იაპონიაში, ბავშვებს ნაკლები დავალებები აქვთ, ვიდრე მათ თანატოლებს სხვა ქვეყნებში. ამის მიუხედავად აზიელ ბავშვებს დიდი წარმატებები აქვთ.

ღირს საშინელ რვეულებთან და წინგებთან ჯდომა მამლის პირველ ყივილამდე?

ერთადერთი არგუმენტი დავალებების დასაცავად ასეთია: განვლილი გაკვეთილის დამოუკიდებელი გამეორების გარეშე ბავშვი მასალას ვერ შეითვისებს.

ფინეთის სკოლების უმრავლესობა ასეთ პოლიტიკას ატარებს ,,სწავლა სკოლაში, დასვენება სახლში.” მასწავლებლის ამოცანაა ბავშვებს მაქსიმალური ცოდნა გაკვეთილზე გადასცეს, რათა ბავშვმა ნახევარ საათზე მეტი არ დაუთმოს სახლში მეცადინეობას.

,,რთულია თქვა ვის უფრო მეტი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს – ფრიადოსნებს თუ ოროსნებს. ფრიადოსნები, რომლებიც გულმოდგინედ ცდილობენ კარგი ქულის მიღებას – შფოთვითი პრობლემებისა და დაქვეითებული თვითშეფასების განვითარების რისკის წინაშე დგანან, – ხაზს უსვამს ლაბკოვსკი – სკოლასთან და მასწავლერბლებთან მიმართებაში თქვენ ბავშვის მხარეს უნდა იყოთ. გაუფრთხილდით ბავშვებს, არ შეუშინდეთ ცუდ ნიშნებს, გეშინოდეთ იმის, რომ ბავშვებს ზიზღი არ გაუჩნდეთ სკოლის მიმართ.”

წიგნებთან და რვეულებთან უსასრულოდ გატარებული საათები ბავშვისთვის უკვალოდ არ ქრება. ასეთ ბავშვებს ცუდად სძინავთ და ხშირად ავადობენ. ყველაზე რთულად ეს დაწყებით კლასებში გადააქვთ.

სასწავლო პროცესის კომპეტენტურად ორგანიზებით შეიძლება სასწავლო პროგრამის იოლად გავლა სკოლაშივე, თავის გამეორებებით. თუმცა პრაქტიკაში ეს თითქმის არ ხდება.

სამწუხაროდ, მშობლების უმრავლესობა საპირისპიროშია დარწმუნებული. ისინი ფიქრობენ, რომ საშინაო დავალება აუცილებელია, რათა ბავშვი დისციპლინასა და დამოუკიდებლობას მიეჩვიოს. ამ ფიქრების მიუხედავად, დავალებების დიდი რაოდენობა ბავშვებში იწვევს მხოლოდ უარყოფით ემოციებს და გულის აცრუებას სწავლისადმი.

და როგორ ფიქრობთ თქვენ? დავაძალოთ ბავშვს დავალებების შესრულება, თუ მივცეთ მეტი თავისუფლება? მოგვიყევით კომენტარებში.