მთავარი კულინარია მოვამზადოთ უგემრიელესი ყველის სუფი ბარდასთან ერთად

მოვამზადოთ უგემრიელესი ყველის სუფი ბარდასთან ერთად

by Keti

როცა ბორში და მსგავსი წვნიანები გვბეზრდება, მაგრამ ცხელი სუფი გვინდა, უნდა ვეძებოთ რაღაც ახალი: მაგალითად ნაზი, გემრიელი და ნოყიერი ყველის სუფი, რომელიც სწრაფად და ადვილად მზადდება.

მისი დიდი პლუსია სიიაფე და ის საუკეთესოდ ერწყმის ბოსტნეულს, ხორცს, ზღვის პროდუქტებს. ჩვენ გთავაზობთ, ყველის სუფის მწვანე ბარდასთან ერთად მომზადებას. ის დიეტაზე მყოფებისთვისაც იდეალური კერძია.

ინგრედიენტები

2 ბრიკეტი მდნარი ყველი

3 ცალი კარტოფილი

ერთი სტაფილო

100 გრამი ბარდა

200 გრამი ატრია (ლაფშა)

ერთი ხახვი

1,5 სუფრის კოვზი ზეთი

3 ცალი სურნელოვანი პილპილი

ერთი დაფნის ფოთოლი

20 გრამი ოხრახუში

2 ლიტრი წყალი

მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. 2 ბრიკეტი მდნარი ყველი გაათავისუფლეთ ფოლგისგან და ჩადეთ საყინულეში. დაჭერით კარტოფილი პატარა კუბებად.

2. დადგით ქვაბი ერთი ლიტრი წყლით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაყარეთ კარტოფილი, დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი. ჩაუწიეთ ცეცხლს.

3. გაფცქვენით ხახვი და წვრილად დაჭერით. გაფცქვენით სტაფილო და გახეხეთ წვრილ სახეხზე.

4. მოშუშეთ ხახვი და სტაფილო ზეთში, გადაიტანეთ კარტოფილიან ქვაბში, 10 წუთის შემდეგ დაამატეთ გაყინული მწვანე ბარდა.

5. გამოიყეთ ყველი მაცივრიდან და გახეხეთ წვრილ სახეხზე, ჩაყარეთ სუფში და ურიეთ ერთი წუთი, სანამ გაიხსნება.

6. აუწიეთ ცეცხლს ბოლომდე, ჩაასხით მასში ერთი ლიტრი წყალი და დაამატეთ კვერცხის ატრია, მარილი და პილპილი გემოვნებით. ხარშეთ კვლავ 2 წუთი, ჩააქრეთ ცეცხლი და დატოვეთ 15 წუთი, შემდეგ დაასხით მათლაფაზე და ჩაყარეთ მასში დაჭრილი ოხრახუში.

ყველის სუფი მართალია ხორცის ბულიონზე არ მზადდება, მაგრამ აქვს მადისაღმძვრელი სუნი და ნაღებით გაჯერებული გემო. ის ძალიან სასარგებლოა და ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ.

აუცილებლად მოამზადეთ ეს სუფი მდგარ ყველთან ერთად, ეს მოხიბლავს ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც!