მთავარი რჩევები ბერძნული კაკლის ფოთლები: ბუნებრივი სამკურნალო საშუალება, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაა საჭირო

ბერძნული კაკლის ფოთლები: ბუნებრივი სამკურნალო საშუალება, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაა საჭირო

by Keti

ბერძნული კაკალი, ეს იგივე სამეფო კაკალია – სიცოცხლის ხე, რომელიც მრავალ დაავადებას კურნავს. მასში ყველაფერი სასარგებლოა: ფოთლები, ნაყოფი, ტიხარი, წენგო და მისი ქერქიც კი.

კაკლის ფოთლები წმენდს ასევე ჰაერს და კლავს ბაქტერიებს. ბუზები კოღოები მის არომატს ვერ იტანენ.

კაკლის ფოთლები

კაკლის ფოთლებს ახმობენ ივნისში საბოლოო განვითარებამდე. მას სწრაფად ახმობენ მზეზე გაშავებამდე.

კაკლის ფოთლები C ვიტამინის საუკეთესო წყაროა და მის მაქსიმალურ რაოდენობას შეიცავს შეგროვების პერიოდში.

გარდა ამისა ფოთლები მდიდარია კაროტინით, ვიტამინებით B1, P, ეთერზეთებით, ფლავონიდებით, ყავის მჟავას.

ფოთლის სამკურნალო თვისებები

მდიდარი შემადგენლობის წყალობით კაკლის ფოთლებს აქვს შემდეგი სასარგებლო თვისებები:

  1. სოკოს საწინააღმდეგო
  2. სისხლის აღმდგენი
  3. ჭრილობის შემხორცებელი
  4. იმუნომასტიმულირებელი
  5. ტკივილგამაყუჩებელი
  6. ჭიების საწინააღმდეგო
  7. აღმდგენი

ჯერ კიდევ ავიცენა წერდა, რომ კაკლის ფოთლებს აქვს აღმდგენი ეფექტი და აჩერებს სისხლდენას.

თანამედროვე მედიცინაში კაკლის ფოთლებს აქტიურად გამოიყენებენ ფარმაკოლოგიაშიც. აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ მისი ზეთოვანი ან სპირტოვანი ხსნარი – ,,იუგლონი”. ის კურნავს პარადონდოზსა და კანის დაავადებებს.

გამოყენება ხალხურ მედიცინაში

კაკლის ფოთლებს სხვადასხვა ვარიაციებით გამოიყენებენ. მაგალითად, მისგან აკეთებენ ნახარშს. ამისათვის უნდა აიღოთ ერთი კოვზი მშრალი დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხათ მდუღარე და დადგათ ერთი საათით, შემდეგ გადაწურეთ.

აღნიშნული ნახარში რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების დროს:

  1. თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი
  2. დიარეა
  3. შაქრიანი დიაბეტი
  4. კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადება
  5. შინაგანი სისხლდენა

ნახარშს ასევე იყენებენ ჭიის კვერცხების მოსაშორებლად და ზოგად გამაჯანსაღებელ საშუალებად.

ნახარშს ასევე გარეგანად გამოიყენებენ. მისი საშუალებით აჩერებენ თმის ცვენას, იწმენდენ სახეს გამონაყარის დროს, იყენებენ ყელში გამოსავლებად.

კაკლის ფოთლებისგან ჩვეულებრივ ჩაისაც აკეთებენ, ერთ კოვზ ფოთოლს ამატებენ მდუღარეს. მას უმატებენ გვირილის ნახარშსაც ეფექტურობის გასაზრდელად.

ზეთოვანი ნაყენის მისაღებად აუცილებელია, აიღოთ 80 გრამი დაქუცმაცებული, მაგრამ ახალი ფოთლები და დაასხათ რაფინირებული მცენარეული ზეთი (დაახლოებით 300 მილილიტრი). მიღებული ნარევი დახუფეთ და დადგით ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას 20-25 დღე. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ შინაგანი და გარეგანი მოქმედებისთვის.

კუჭ-ნაწლავის პრობლემებისა და დიარეის თავიდან ასაცილებლად იყენებენ კაკლის ფოთლების ნაყენს არაყზე. გამომშრალ ფოთლებს ასხამენ არაყს, თანაფარდობით 1:10 და დგამენ 2 კვირით. ის უნდა დალიოთ 10-10 წვეთი, გახსნილი წყალში, დღეში 3-4ჯერ. კურსი – 14 დღე.

უკუჩვენებები

შინაგანი მიღების პრეპარატებს აქვს უკუჩვენებები. ფოთლების სპეციფიური თვისებების გამო ისინი აკრძალულია მათთვის, ვისაც სისხლის მაღალი შედედების დონე აქვს და ასევე ვისაც აქვთ თრომბოფლებიტი.

გარეგანი გამოყენებისთვის ფოთლებს უკუჩვენება არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ინდივიდუალურ მიუღებლობას.

კაკლის უღლისგან დამზადებული ნაყენი დაგიცავთ ყველა დაავადებისგან! ამ ხალხურმა რეცეპტმა საუკუნეების წინ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა!

აი, ამიტომ ღირს კაკლის კერძებში დამატება!