მთავარი რჩევები რატომ უნდა გამოვიყენოთ ხაჭო და არაჟანი: დილით, შუადღით, საღამოს და ძილის წინაც კი.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ხაჭო და არაჟანი: დილით, შუადღით, საღამოს და ძილის წინაც კი.

by Keti

ხაჭო არაჟანთან ერთად უნივერსალური საუზმეა. ის შეგიძლიათ მიირთვათ ტკბილი, მურაბით ან თაფლით. მას ხახვიცა და ნიორიც კი უხდება.

ეს გემრიელი კერძი დაგანაყრებთ ფიგურის დაზიანების გარეშე.

ხაჭო არაჟნით და მისი სარგებლობა

1. ხაჭო უნიკალური შემადგენლობისაა, ის შეიცავს მაგნიუმს, რკინას, კალციუმს. ამ მხრივ სასარგებლოა ხანდაზმულებისთვის. ასევე ხაჭო ცილის წყაროა. იდეალურია გახდომის მსურველებისთვის, რომლებიც კუნთოვან მასას იგროვებენ. მიიღეთ ის ფიზიკური დატვირთვის დასრულებისთანავე.

2. ხაჭო გამოირჩევა არამაღალი ცხიმიანობით, თუმცა საუკეთესოდ ანაყრებს ორგანიზმს. სწრაფი ნახშირწყლებისგან განსხვავებით, ხაჭო გაძლევთ სისავსისა და დანაყრების შეგრძნებებს. იღებთ მინიმუმ კალორიას და არ იტანჯებით შიმშილით.

3. დიდი ხანია დამტკიცდა ხაჭოს მოქმედება ენდოკრინულ სისტემაზე. ის ეხმარება სეროტონინის – ბედნიერების ჰორმონის – გამოყოფას. მიირთვით საუზმეზე ხაჭო არაჟანთან და ბანანთან ერთად და მიიღებთ მთელი დღის განწყობას.

4. ხაჭო არაჟანთან ერთად გამოყოფს მავნებელ ნივთიერებებს ორგანიზმიდან. ეხმარება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას, ასევე უნდა მიირთვან ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები. არაჟანი იოლად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. არაჟანს ურჩევენ მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებს.

5. როგორც ცნობილია, იმუნიტეტი დამოკიდებულია კუჭის ჯანსაღად მუშაობაზე. ხაჭო და არაჟანი ნაწლავის მიკროფლორას აბალანსებენ, რადგან ის სასარგებლო ბაქტერიებს ამრავლებენ.

ხაჭოსა და არაჟნის შერჩევისას ფრთხილად უნდა იყოთ, თუ ფერმის ხაჭოს ყიდულობთ, მათგან იყიდეთ, ვისაც კარგად იცნობთ და ნანახი გაქვთ მისი წარმოება.

რძის ნაწარმის ხარისხი და უსაფრთხოება დამოკიდებულია ცხოველებისა და მათი სადგომების სისუფთავეზე.

რამდენი კალორიაა ამ პროდუქტებში?

კალორიულობა დამოკიდებულია მათ ცხიმიანობაზე და მერყეობს 70-150 კალორიამდე 100 გრამში.

რაც შეეხება არაჟნისა და ხაჭოს მავნებლობას, ისინი ორი ასპექტით მჟღავნდება: 1. ნატურალურ ხაჭოს აქვს შენახვის მცირე ვადა. თუ ხაჭოს შენახვის დიდი ვადა აქვს, ეს ნიშნავს, რომ კონსერვანტებს შეიცავს. იგივე ეხება არაჟანს. თუ ხაჭომ დაიწყო გაფუჭება, შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძებში, სადაც პროდუქტი თერმულად მუშავდება. 2. არ გადახვიდეთ ამ პროდუქტების დიეტაზე კვირაში 3-4ჯერზე მეტად. ბავშვებისთვის ხაჭოს ნორმაა 2-3 დღე კვირაში.

დატკბით გემრიელი რძის ნაწარმით და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. მაგალითად, თაფლი საუკეთესო დამატება იქნება გემრიელი და ჯანმრთელი საუზმისთვის. თაფლიანი ხაჭოს მიღება ღამეც შეიძლება, რადგან ის მავნე არ არის.

გაუზიარეთ რძის მოყვარულ მეგობრებს სტატია!