მთავარი რჩევები იუნ ციუანის ჯანმრთელობის წერტილი: გავიგოთ როგორ მუშაობს ის

იუნ ციუანის ჯანმრთელობის წერტილი: გავიგოთ როგორ მუშაობს ის

by Keti

ჩინური სწავლება ამბობს, რომ სხეულზე განლაგებულია ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის მუშაობას პასუხობს. დღეს ერთ-ერთ ასეთ წერტილზე ვისაუბრებთ. ეს არის იუნ ციუანის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის წერტილი.

ჩინელები ადამიანის ფეხებს ხის ფესვებს ადარებენ. ხე ჯანმრთელი არ არის, თუ ფესვები არ აქვს ჯანმრთელი. ასევეა ადამიანის სხეულიც. ჩინელი მკურნალები ამბობენ, რომ ტერფები სუნთქავს და ამით უზრუნველყოფს ჯანმრთელობას. ისინი გულისხმობენ სხეულსა და მიწას შორის ენერგეტიკულ ცვლას.

ამ ცვლას უზრუნველყოფს იუნ ციუანის წერტილი. ეს არის ჯანმრთელობის წერტილი, რომელიც ტერფის შუაგულში მდებარეობს. ეს თავისებური კარია, რომლიდანაც გამომუშავებული ენერგია გამოიყოფა, შემდეგ კი მასში შედის ახალი ენერგია.

იუნ ციუანის წერტილით ხდება ენერგიის ნაკადის დაგროვების თავიდან აცილება, რაც შემდეგ იწვევს სერიოზულ დაავადებებს. წერტილის ყოველდღიური მასაჟი დაგვეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

იუნ ციუანის წერტილი მდებარეობს ტერფის დიდ და პატარა ბორცვებს შორის. იპოვეთ წერილი და გაიკეთეთ მასაჟი თითებით. ძლიერად უნდა დააწვეთ დიდი თითის ბალიშებით.

თუ ხანმოკლე მასაჟის შემდეგ არ წარმოიქმნება ტკივილი, არამედ მხოლოდ ორმო, ესე იგი, თქვენი თირკმელები სუსტია და ორგანიზმში არ არის საკმარისი ენერგია. საჭიროა, ვარჯიშების გაკეთება, რომლებიც წერტილის სტიმულირებას მოახდენენ. უნდა დაიწყოთ, ე.წ. ,,ოქროს მამალი დგას ერთ ფეხზე”.

თუ აღნიშნული წერტილი მტკივნეულია, გააგრძელეთ ყოველდღიური მასაჟი. ტკივილი წერტილის მუშაობის მაჩვენებელია. მასაჟი საჭიროა, რადგან თანამედროვე ცხოვრების ნირი ენერგიის დაგროვების პროვოცირებას ახდენს.

საჭიროა მუდმივი თვითმასაჟი. დღეში 3 წუთი გაიკეთეთ იუნ ციუანის მასაჟი და გარკვეული დროის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ტერფის ფეხის კანი გახდება ელასტიური და გლუვი. ხოლო ორმო აღარ წარმოიქმნება. ეს იმის ნიშანია, რომ მასაჟი მოქმედებს სწორად.

როდის გამოვიყენოთ იუნ ციუანის მასაჟი

  1. თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, ხმაური ყურებში, მხედველობის დაბინდვა, სმენისა და მეხსიერების გაუარესება.
  2. ტაქიკარდია, არითმია და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებები.
  3. გადაუდებელი დახმარება მზის დაკვრის, კრუნჩხვებისა და გონების დაკარგვისას.
  4. თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ცუდი მუშაობა.
  5. არტერიული წნევის ცვლილებები.

იუნ ციუანი ძალიან მძლავრი და ეფექტური წერტილია, ეს არის ორგანიზმის კარი. მნიშვნელოვანია მისი სწორად ფუნქციონირება, მაშინ მთელი ორგანიზმიც საათივით იმუშავებს, ენერგია სწორად ცირკულირდება. ეს კი გზაა დღეგრძელობისკენ.

ასეთი წერტილი ორგანიზმში ბევრია, მათ შორის, ხელებზეც. ჩვენ ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ.

აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა შეიტყონ იუნ ციუანის წერტილების საკვირველი თვისებების შესახებ!