მთავარი კულინარია აი როგორ გააკეთოთ ბეზე მიკროტალღურში. მხოლოდ 3 წუთია საჭირო. დაივიწყეთ მიქსერი.

აი როგორ გააკეთოთ ბეზე მიკროტალღურში. მხოლოდ 3 წუთია საჭირო. დაივიწყეთ მიქსერი.

by Keti

დავიწყებული ორცხობილა – ასე უწოდეს ბეზეს მისი ღუმელში მომზადების ისტორიის გამო. მაგრამ ჩვენ არ დაგვიწყებია ბეზე. ცილისა და შაქრის ხანგრძლივი თქვეფისა და შემდგომ მისი გამოცხობის პროცედურის ნაცვლად, ჩვენ გთავაზობთ ბეზეს მომზადების რეცეპტს, რომელიც მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ.

ბეზე მიეკუთვნება უმსუბუქეს დესერტებს და არამხოლოდ თავისი ჰაეროვანი სტრუქტურის წყალობით. ტრადიციული ფრანგული რეცეპტი სამზარეულოს წიგნებში მოიხსენიებოდა სახელწოდებით ,,მერენგა”, ჯერ კიდევ XVI საუკუნეში. ახლა კი მას ბავშვიც მოამზადებს.

ინგრედიენტები

ერთი ცალი კვერცხის ცილა

300 გრამი შაქრის პუდრა

მომზადება

  1. შეურიეთ ცილა შაქრის პუდრას ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი სქელი უნდა იყოს.
  2. დაამრგვალეთ პატარა ბურთები, მოათავსეთ ისინი თეფშზე, რომელსაც დაფენილი აქვს ქაღალდის ხელსახოცი. ბურთულების დაშორების სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 5 სანტიმეტრით.გამოაცხვეთ მიკროტალღუში 2-3 წუთით.

ამ დესერტში კარგი იქნება ვანილისა და ქოქოსის ექსტრაქტის დამატება. ბეზე რომ არ გამოშრეს, სჯობს, ყურადღება მივაქციოთ მის მომზადებას. როგორც კი ბეზე ამოიწევა, საკმარისია 30 წამი რომ ის შიგნიდანაც გამოცხვეს.

გაუმასპინძლდით მეგობრებს მსუბუქი დესერტით და შეინახეთ ეს რეცეპტი!