მთავარი კულინარია ლავაშისგან მომზადებული 13 სხვადასხვა რულეტის რეცეპტი

ლავაშისგან მომზადებული 13 სხვადასხვა რულეტის რეცეპტი

by Keti

ჩვენ შევაგროვეთ რულეტების შესანიშნავი კოლექცია, ყველაზე მოთხოვნადი შიგთავსებით. ისინი უხდება სადილსაც და საუზმესაც. თქვენს წინაშეა 13 მარტივი და ორიგინალური რეცეპტი.

გემრიელი შიგთავსები ლავაშისთვის

1. ჩანგლით ჩაჭყლიტეთ რომელიმე თევზის კონსერვი საკუთარ წვენში. დაამატეთ 200 გ მაგარი გახეხილი ყველი, კამა და მაიონეზი. შეახვიეთ ლავაში რულეტივით, დააყოვნეთ 10-15 წუთი.

2. დაჭერით წვრილად 350 გ მოხარშული ქათმის ფილე, შეურიეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ორი შეკვრა მდნარი ყველი, დაამატეთ რაიმე ახალი მწვანილი.

3. 3 ცალი კარტოფილი მოხარშეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. შეურიეთ მაიონეზე, ხახვი, მწვანილი და დაჭრილი ქაშაყი.

4. 200 გ ხაჭო შეურიეთ 2 სუფრის კოვზ არაჟანს და კამას, დაამატეთ 2 კბილი ნიორი და მარილი.

5. ხორცსაკეპში გაატარეთ 200 გ მოხარშული ლობიო. დაჭერით 1 დიდი ხახვი და მოშუშეთ კარაქში. შეურიეთ ლობიო, ხახვი, 2 კბილი ნიორი, მარილი და ხმელი სუნელი.

6. დაჭერით კუბებად 250 გ კრაბის ჩხირები და 1 ახალი კიტრი. მოხარშეთ 2 კვერცხი და გახეხეთ. შეურიეთ ყველაფერი და მოასხით მაიონეზი და დაუმატეთ რაიმე მწვანილი.

7. გახეხეთ 200 გ ლორი, 200 გ მაგარი ყველი. 2 კიტრი დაჭერით სიგრძეზე წვრილად. ლავაშს წაუსვით მაიონეზი და დააწყეთ ფენებად ლორი, ყველი, კიტრი.

8. გახეხეთ 1 სტაფილო, 2 კიტრი, შეურიეთ მაიონეზს. პომიდორი დაჭერით ნახევარრგოლებად. დააწყეთ ლავაშზე სტაფილოსა და კიტრის ნარევი, ზემოდან კი პომიდორი.

9. გაფცქვენით ბადრიჯანი და გაჭერით სიგრძეზე 0,5 სმ სიგანის ზოლებად. მოაყარეთ მარილი და დადგით 20 წუთით. გარეცხეთ გამდინარე წყლით, გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და შეწვით ზეთში.

ლავაშზე დააწყეთ შემწვარი ბადრიჯანი და წაუსვით არაჟანი, ზემოდან პომიდორი დააწყეთ.

10. გახეხეთ სამი დამარინადებული კიტრი და სამი მოხარშული კარტოფილი. შეურიეთ ბოსტნეული შებოლილ ქათმის ფილეს, მწვანე ბარდასა და მაიონეზს.

11. გახეხეთ 200 გ სულგუნი მსხვილ სახეხზე, დაამატეთ 2 მოხარშული კვერცხი, კამა, ქინძი. ეს შიგთავსი შეგიძლიათ კონვერტისებურად შეახვიოთ და შეწვათ გრილზე ან ტაფაში.

12. 200 გ ქამა სოკო შეწვით ხახვთან ერთად ზეთში. გააციეთ და დაამატეთ 100 გრამი მაგარი ყველი, კამა.

13. ლავაშს წაუსვით რბილი ყველი. ზემოდან სალათის ფურცლები დაალაგეთ. ახლო ნაპირას დადეთ კონსერვირებული ლოსოსის ქილის ნახევარი. შუაში დაყარეთ გახეხილი ყველი, მოშორებულ მხარეს კი დაჭრილი კრაბის ჩხირები.

14. საუზმის საუკეთესო ვარიანტი – ტკბილი რულეტები ლავაშისგან. შიგთავსად გამოდგება ხაჭო და ნებისმიერი ხილი. ხრაშუნა რომ გამოვიდეს, რულეტები შეწვით მშრალ ტაფაზე ორივე მხრიდან.

ლავაშიანი რულეტი ღუმელში

ინგრედიენტები

  • 4 ლავაში
  • 1 კგ ხორცის ფარში
  • 400 გ მაგარი ყველი
  • 3 კვერცხი
  • 8 პომიდორი
  • ახალი მწვანილი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

1. შეწვით ფარში ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაჭერით პომიდორი.

2. ლავაშზე დაალაგეთ გაციებული ფარში, გახეხილი ყველი და პომიდორი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

3. ცხიმმოსმულ საცხობზე დააწყეთ რულეტები, წაუსვით გარშემო ათქვეფილი კვერცხი.

4. გამოაცხეთ რულეტები 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით.

5. გაციებული რულეტები დაჭერით პორციებად და მიიტანეთ სუფრასთან.

მოგეწონათ რეცეპტები? გაუზიარეთ მეგობრებს. დაკავებულ დიასახლისებს ის განსაკუთრებით მოეწონებათ!