მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი კერძი ახალი კარტოფილისგან

როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი კერძი ახალი კარტოფილისგან

by Keti

ახალი კარტოფილის სეზონი მოახლოვდა!  გთავაზობთ უკვე შეადგინოთ კარტოფილის კერძების რეცეპტების სია, სასურველის იოლად საპოვნელად. ჩვენი დღევანდელი ფავორიტია ახალი კარტოფილი ბეკონით და ახალი მწვანილით. გაეცანით!

ხელმისაწვდომი მარტივი პროდუქტები, 30 წუთი მომზადებისთვის და გემრიელი, ნოყიერი კერძი მზადაა!

ინგრედიენტები

  • 8 ცალი ახალი კარტოფილი
  • 70 გრამი ბეკონი
  • 1 ცალი ხახვი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 50 მლ რძე
  • 50 გრამი მაგარი ყველი
  • მწვანილი, მარილი, შავი დაფქული პილპილი, კარაქი, ზეთი – გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და გაასუფთავეთ კარტოფილი, ჩაყარეთ მდუღარე წყალში და მოხარშეთ 15 წთ ის გნმავლობაში. გადაიტანეთ დურშლაგზე, გააშრეთ და დაჭერით მსხვილ წრეებად.
  2. ზეთში შეწვით ბეკონი და დაჭრილი ხახვი 2-3 წუთით.
  3. ათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაამატეთ გახეხილი ყველი და აურიეთ.
  4. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი და თანაბრად მოაყარეთ საფანელი. ჩაალაგეთ თანმიმდევრობით: 3/4 კარტოფილი, 3/4 ბეკონი ხახვით, შემდეგ დარჩენილი კარტოფილი და ბეკონი.
  5. ზემოდან მოასხით კვერცხისა და ყველის ნარევი. გამოაცხეთ 15 წუთი 180 გრადუსზე. მზა კარტოფილის გამომცხვარს ზემოდან მოაყარეტთ დაჭრილი მწვანილი.

შეგიძლიათ გამოცხოთ ძველი კარტოფილიც. ახალგაზრდა ბოლქვები კარგია იმით, რომ უფრო რბილია და ნაზი.

გაუზიარეთ სასარგებლო რეცეპტი მეგობრებს და გემრიელად მიირთვით!