მთავარი რჩევები ეს 10 პროდუქტი მთლიანად შეგიცვლით ანტიდეპრესანტებს. მკურნალობა ჯანსაღი საკვებით!

ეს 10 პროდუქტი მთლიანად შეგიცვლით ანტიდეპრესანტებს. მკურნალობა ჯანსაღი საკვებით!

by Keti

სტრესული სიტუაციების დროს კვება უნდა იყოს ბალანსირებული ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემადგენლობით. ასე რომ, ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის მკაცრი დიეტების დაცვა.

რთულ პერიოდებში საუკეთესო დამხმარეა B ჯგუფის ვიტამინები, ვიტამინები Е, С, А, ასევე თუთია, კალციუმი, მაგნიუმი, სელენი, რომლებიც ბევრი პროდუქტის შემადგენლობაშია. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტს სტრესთან გასამკლავებლად.

პროდუქტები სტრესის წინააღმდეგ

1. მწვანე ბოსტნეული

ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ხახვი, ბროკოლი, ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს აღადგენს ნერვიული განწყობის შემდეგ. ასევე ამ პროდუქტებში შედის კალიუმი – ელემენტი, რომელიც ნერვული სისტემის სწორ მუშაობას უზრუნველყოფს.

2. ზღვის პროდუქტები

ამ პროდუქტებში დიდი რაოდენობით იოდი და თუთიაა, ეს ელემენტები აუცილებელია ენდოკრინული სისტემის სწორი მუშაობისთვის, ასევე პროდუქტებში შემავალი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა ჩვენი ნერვული სისტების ერთგვარი ,,საწვავია”.

3. მარცვლეული

მარცვლეული მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით, რაც აუცილებელია სასიცოცხლო ენერგიებისთვის.

4. სტაფილო, გოგრა და სხვა ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული

ისინი გვავსებს პროვიტამინით – A და ბეტა კაროტინი. ისინი ამაგრებენ თავის ტვინის სისხლძარღვებს. ეს პროდუქტები საუკეთესოდ ხსნის სტრესს და ამაღლებს გუნება-განწყობას.

5. ნიახური

შეიცავს ფიტოელემენტებს, რომლებიც აწყნარებს ნერვულ სისტემას. გამოიყენეთ ის უმი სახით ან დააქუცმაცეთ ბლენდერში და გამოწურეთ მისგან წვენი.

6. ზღვის კომბოსტო

მდიდარია იოდით, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუინქციონირებაზე. სტრესებზე რეაქცია კი სწორედ ამ ჯირკვალზეა დამოკიდებული.

7. მწვანე ჩაი

მისი ანტისტრესული ეფექტი ეფუძნება ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობას. ჩაის სმის პროცესი კი თავად არის დამაწყნარებელი.

8. ღვინო

ღვინო მრავალ პოლიფენოლს შეიცავს, ანუ ნივთიერებებს, რომლებიც ბლოკავს გარემოს აგრესიულ მოქმედებას ორგანიზმზე. ერთი ბოკალი ღვინო დაგაწყნარებთ და აგიმაღლებთ გუნება-განწყობას.

9. ქათმის ხორცი

მდიდარია ტრიპტოფანით – ეს არის ამინომჟავა, რომელიც დამაწყნარებელ ნივთიერებად – სეროტონინად გარდაიქმნება.

10. მწვანე ლობიო

მისი გამოყენებით თქვენ გაზრდით ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას შემცველობას, რომელიც ამაღლებს სეროტონინის დონეს.

ისარგებლეთ ამ რჩევებით, როცა სტრესულ სიტუაციაში მოხვდებით, მათი დახმარებით ყველაფერს გაუმკლავდებით. ეს პროდუქტები არამხოლოდ დეპრესიისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, არამედ მათი სარგებლიანობა გაგხდით უფრო ჯანმრთელს და აგიმაღლებთ განწყობას.