სახლში მოსამზადებელი სამარხვო მაიონეზის რეცეპტი

დღეს ინტერნეტის, და არამხოლოდ, ბევრი სტატია მაიონეზის მავნებლობაზე მოგვითხრობს. გვირჩევენ, რომ ცნობილი ფრანგული სანელებელი ჩავანაცვლოთ ზეთით, არაჟნით ან ნატურალური იოგურტით. მაგრამ რა ვქნათ თუ ამ დანამატის გარეშე საჭმელი არ გამოდის ისეთი გემრიელი? [ასუხი მარტივია: არ შეგეშინდეთ და მოამზადეთ ეს პროდუქტი დამოუკიდებლად.

ამჯერად გთავაზობთ სახლის მაიონეზის ყველაზე წარმატებულ და სასარგებლო ვარიანტს. ის დააკმაყოფილებს ამ პიკანტური სოუსის ყველა მოყვარულს, მარხვის პერიოდშიც კი, რადგან ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს არ შეიცავს. თან ის მზადდება ძალიან სასარგებლო სელის ფქვილისგან.

ინგრედიენტები

  • 2 სუფრის კოვზი სელის ფქვილი
  • 125 მლ ზეთი
  • 60 მლ წყალი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1,5 ჩაის კოვზი მდოგვი
  • მარილი და შაქარი – გემოვნებით

მომზადება

  1. ქვაბში ჩაყარეთ სელის ფქვილი, დაასხით მას წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე, თან მუდმივად ურიეთ. ნარევი მიიყვანეთ გასქელებამდე, შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და შიგთავსი ოთახის ტემპერატურამდე გააციეთ.
  2. მიღებულ ნარევს მარილი მოაყარეთ დაამატეთ შაქარიც, შემდეგ კი დაიწყეთ ათქვეფა. მასას თანდათან დაამატეთ თითო სუფრის კოვზი ზეთი. განაგრძეთ მისი თქვეფა ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე.
  3. ჩაასხით მასაში ლიმონის წვენი, დაამატეთ შემდეგ მდოგვი და სანელებლები თქვენი გემოვნების მიხედვით. ბოლოს აურიეთ და მაიონეზიც მზად არის!

გაუზიარეთ ეს ჯანსაღი რეცეპტი მეგობრებს! დარწმუნებულები ვართ, მის გაკეთებას არავინ ინანებს და ყველა კმაყოფილი დარჩება. გემრიელად მიირთვით!


Loading...

  კომენტარები