თანაგრძნობისა და ემპათიის გამოხატვა დადებით თვისებებად ითვლება, მაგრამ მთავარია ისინი სწორად გამოვავლინოთ. თუ სხვა ადამიანთან საუბრის შემდეგ თავს გრძნობთ გამოფიტულად, უნდა დაფიქრდეთ: შეცვალოთ თუ არა ქცევა. სხვისი ჩივილების მუდმივი მოსმენა ენერგიას გვართმევს.
უარყოფითი ადამიანის გავლენა
ზოგი ადამიანი ყვება თავის პრობლემებზე, რათა მიიღოს მხარდაჭერა და რჩევები. ზოგი კი ამას აკეთებს თავისი ნეგატივის სხვებზე გადასატანად. განსხვავება უნდა ისწავლოთ.
რატომ არ ღირს ჩივილების მოსმენა
იმიტომ, რომ ვინც ჩივის, თავისი ცხოვრების შესაცვლელად არაფერს აკეთებს, მისთვის ჩვეულია დამცირებულის როლში ყოფნა. მოუსმენთ მას და რითი დაეხმარებით? ვერაფრით.
ის რომ ჩივის, ქვეცნობიერად იხსნის დანაშაულის გრძნობას თავისი წარუმატებლობის შესახებ. ამ ადამიანებთან სპეციალისტმა უნდა იმუშაოს, რომელსაც შეუძლია მათი აზროვნების სწორი მიმართულებით შეცვლა.
რა გვემართება, როცა მუდმივად ვისმენთ ჩივილებს
ჩვენ გავცემთ ენერგიას არსად. გვსურს დახმარება, მაგრამ პრობლემის გადაჭრა არ გამოდის. ვცდილობთ სულ და შედეგად – ვიფიტებით.
გამოფიტვის პირველი ნიშნები
- ემოციური დისბალანსი
- საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის გართულება
- კონცენტრაციის პრობლემები
- ნეგატიური აზრების გაჩენა
რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ ავყვეთ წუწუნა ადამიანს
1. დავადგინოთ და შევინარჩუნოთ დისტანცია
შესაძლოა წუწუნა ადამიანი თავიდან განაწყენდეს, მაგრამ ეს შეიძლება გამოადგეს კიდეც და თავად დაფიქრდეს საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაზე, ნაცვლად იმისა, რომ სულ ცუდზე ჩაიციკლოს.
2. უნდა გააგებინოთ მოწუწუნეს, რომ მის გარდა არავინაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება
არ დაიშუროთ დრო იმისთვის, რომ კარგად გააგებინოთ ადამიანს ლოკალური პრობლემის არსებობაზე (რაზეც ის ჩივის) და ასევე გლობალურის, რომელიც მდგომარეობს მის უარყოფით დამოკიდებულებაში ამა თუ იმ საკითხის მიმართ.
3. არ აჩვენოთ ,,სისუსტე”
მოწუწუნე ადამიანი მანიპულატორია. არ აჩვენოთ მას, რომ მზად ხართ მის ანკესს წამოეგოთ. ასე დაღუპავთ თქვენ თავსაც და მასაც. თქვენ როცა გამოგფიტავთ, ის ახალ მსხვერპლს იპოვის.
4. დაადგინეთ საზღვრები
სთხოვეთ მას პატივი სცეს თქვენს პირად სივრცეს და მოგცეთ სასაუბრო თემის შერჩევის შესაძლებლობა. მაშინ ადამიანი იძულებული გახდება ნეგატივს ჩამოშორდეს.
თქვენ თუ იცით სხვა მოქმედი მეთოდები ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, დაწერეთ კომენტარებში!