მთავარი კულინარია ანტიპარაზიტული საშუალებების რეცეპტი

ანტიპარაზიტული საშუალებების რეცეპტი

by Keti

მრავალი კვლევის შედეგად, ცნობილი ამერიკელი ნატუროპათი – ჰილდა კლარკი – მივიდა დასკვნამდე: ქრონიკული დაავადებების 90% 2 მიზეზითაა გამოწვეული: პარაზიტებითა და ტოქსინებით.

ექიმმა ცდებით გაარკვია 3 ნივთიერება, რომლებსაც ორგანიზმის პარაზიტებისგან გაწმენდა შეუძლიათ. ნაკრებს მან ,,სამეული” უწოდა. შემდგომი კვლევებით ექიმმა ივანჩენკომ შეცვალა ეს სამეული და მასში უფრო ძლიერმოქმედი ანტიპარზიტული ბალახები შეიყვანა.

ასფურცელას ყვავილი, მწარე აბზინდას ბალახი და მიხაკის ფხვნილი.

როგორ გავთავისუფლდეთ პარაზიტებისგან

პარაზიტების უხილავი კვერცხები ყველგანაა: ხილზე, ბოსტნეულზე, ფულზე. კარის სახელურზე შეხებაც კი ხშირად საშიშია. დაუპატიჟებელი სტუმრები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

პარაზიტების მავნებლობა

  1. წამლავენ ორგანიზმს ტოქსინებით
  2. აფუჭებენ სისხლს
  3. ხელს უშლიან ნაწლავის მოქმედებას
  4. აფერხებენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას
  5. იწვევენ სხვადასხვა ალერგიას
  6. აქვეითებენ იმუნიტეტს
  7. იწვევენ სიმსივნეების წარმოქმნას

ივანჩენკოს სამეული ფაქტობრივად ყველა პარაზიტს უმკლავდება და ანადგურებს მათ კვერცხებსაც.

ასფურცელას ყვავილების ერთჯერადი დოზა 1 გრამია, დღეღამური – 3 გ. მწარე აბზინდას ბალახების ერთჯერადი დოზაა 300 მლ, დღეღამური 1 გ. მიხაკის ერთჯერადი დოზა – 0,5 გ., დღეღამური – 1,5 გ

სამეულის მიღების სქემა #1

უნდა ვიცოდეთ წესები, რათა ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ.

ფხვნილს იღებენ ჭამამდე 30 წუთით ადრე. პირველ დღეს ერთჯერად დოზას დილით იღებენ, მეორე დღეს დღეში ორჯერ – დილით და სადილობამდე. მესამე დღიდან მთელი კვირა საჭიროა მიიღოთ დღეში სამჯერ. შემდეგ დღეღამური დოზა მიიღეთ კვირაში ერთხელ, რამდენიმე თვით.

სამეულის მიღება რეკომენდებული არაა ორსულობის, კუჭის წყლულის, ჰიპერტონიისას.

მიღების სქემა #2

ყველას არ შეიძლია პირველი სქემის დაცვა, ამიტომ არსებობს მეორე ვარიანტიც. მასშიც იგივე სამეული შედის.

1. კვლიავი

დღეღამური დოზა 1,5 გრამია.

2. სამკურნალო კალენდულა

დღეღამური დოზა 3 გრამია.

3. კოთხოჯის ფესვები

დღეღამური დოზა 1,5 გრამია.

მეორე სქემის მიღება პირველისნაირად ხდება, ოღონდ ყოველდღიური მიღება 2 კვირამდე უნდა გაგრძელდეს. შემდეგ პროფილაქტიკისთვის – კვირაში ერთხელ.

მკურნალობა სასურველია ყველა ოჯახის წევრისთვის ერთდროულად. აუცილებლობისას 2 კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. სამეულების გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

ანალიზები ყოველთვის არ იძლევა ინფორმაციას ორგანიზმში პარაზიტების არსებობის შესახებ. ამინომჟავა კუკურბიტინის შემცველობის გამო გოგრის თესლიც წარმატებით ებრძვის ჰელმინთებს. ექიმებმა იციან, რომ მოზრდილი ადამიანი ვალდებულია მიიღოს ნივრის 4 კბილი ყოველდღიურად, რათა თავი დაიცვას პარაზიტებისგან.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!