მთავარი რჩევები მოამზადეთ თქვენი ხელით ხილის თაიგულები

მოამზადეთ თქვენი ხელით ხილის თაიგულები

by Keti

სასიამოვნოა ნაზი გვირილებისა და სურნელოვანი ვარდების თაიგულის ყურება. მაგრამ, უკეთესი ვარიანტებიც არსებობს, რომლებიც მარტივად არ ჭკნება.

საჩუქრების ჩუქება ძალიან სასიამოვნო პროცესია, ამიტომ ჩვენი რედაქცია ორიგინალურ გადაწყვეტილებებში დაგეხმარებათ. ახლობელი ადამიანების გახარება ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა კომბინაციით შეიძლება. ქვემოთ მოგიყვებით თაიგულის გაკეთების ტექნიკების შესახებაც, მანამდე კი ფოტოები დაათვალიერეთ.

ხილის თაიგულები

როგორ გავაკეთოთ ხილისგან თაიგული

1. თავიდან აირჩიეთ კომპოზიცია: ღია ფერის მთლიანი ბოსტნეული და ხილი, შავი წერტილებისა და გაფუჭებული ნაწილების გარეშე, ორცხობილები, კანფეტები, დარიჩინის ჯოხები ან ნებისმიერი სხვა არჩევანი.

2. თაიგულისთვის დაგჭირდებათ ფართო ვაზა (ქილა, კარდონის ყუთი და ა.შ.), ზომიერად სქელი ცომი და ხის ჯოხები. შეგიძლიათ დამატებითი დეკორისთვის გამოიყენოთ ქაღალდი, ფოლგა, ლენტები, სალათის ფოთლები.

3. ხის ჯოხზე წამოაცვით მთლიანი ხილი, ნაჭრები ან ფიგურები. შამფური შეუყარეთ გამომცხვარ და გაციებულ ცომის ბურთს, რომელიც თასის შუაშია მოთავსებული.

4. ხილმა განაჭრევების გამო სხე რომ არ დაკარგოს, მიასხით ლიმონის წვენი. ნაჭრები კი დაფარეთ ჟელატინ-კარამელის მინანქრით, შოკოლადით. მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი, შაქრის პუდრა ან სხვა.

გაუზიარეთ ლამაზი თაიგულებისგან მიღებული შთაგონებები თქვენს მეგობრებს!