მთავარი კულინარია სალათა ,,კორეული ქათამი”

სალათა ,,კორეული ქათამი”

by Keti

ამ მსუბუქმა სალათამ სახელწოდება მიიღო ერთ-ერთი ინგრედიენტის, კერძოდ, მწარე სტაფილოს გამო. სიმწარე სწორედ ის საგემოვნო თვისებაა, რომელიც არ აქვს მოხარშულ ქათმის ფილეს.

ახალი კიტრი და კომბოსტო სალათას მატებს სიხრაშუნეს. მას სჭირდება მაიონეზი, ამიტომ უმჯობესია სახლში მოვამზადოთ. დაბალკალორიული კერძების მოყვარულებს, მაიონეზის შეცვლა იოგურტით ან უცხიმო არაჟნით შეუძლიათ.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი ქათმის ფილე
  • 300 გ თეთრი კომბოსტო
  • 200 გ სტაფილო კორეულად
  • 0,5 კონა კამა
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 2 ცალი კიტრი
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ქათმის ფილე, დააციეთ ის და წვრილად დაჭერით.
  2. დაჭერით კომბოსტო, კიტრი კი დაჭერით ნახევარ რგოლებად, დაჭერით მწვანილიც.
  3. ბოსტნეული ხორცს და სტაფილოს აურიეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით მაიონეზი. აურიეთ კარგად.

სუფრაზე ეფექტური მიტანისთვის, შეგიძლიათ, ინგრედიენტები ფენებად დაალაგოთ, თითოეულს კი მაიონეზი წაუსვათ. სალათა მორთეთ მწვანილის ფოთლებით, ზეთისხილით.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს, დაე, მათი სადღესასწაულო სუფრაც მრავალფეროვანი იყოს.