მთავარი კულინარია დესერტი „ძველი რიგა’’

დესერტი „ძველი რიგა’’

by Keti

ეს დესერტი არის ხაჭოსა და ჟელეს ტკბილეული ხილის და ქიშმიშის დამატებით. მოსამზადებლად მარტივია, გემო კი გაგაოცებთ ორიგინალური არომატით. ამ შედევრის მომზადება უმჯობესია ზაფხულში, რადგან წარმატებით ჩაანაცვლებს ნაყინს და მასზე გემრიელიცაა.

ანანასის კონსერვთან ერთად „ძველი რიგა’’ უბრალოდ არაჩვეულებრივია. დესერტი კალორიულიცაა, ამიტომ დროებით დიეტა დაივიწყეთ. მისი გემო ამად ღირს, თავად დარწმუნდებით.

ინგრედიენტები

  • 600 გ დაკონსერვებული ანანასი
  • 0,5 ლ ანანასის წვენი
  • 400 გ ხაჭო
  • 200 გ არაჟანი
  • 100 მლ შედედებული რძე
  • 25 გ ჟელატინი
  • 20 გ ქიშმიში
  • 0,25 გ ვანილი

მომზადება

  1. წვენი გაათბეთ და ჩაუშვით ხსნადი ჟელატინი. დატოვეთ 20 წუთი.
  2. შეურიეთ ხაჭო, ვანილი, შედედებული რძე და არაჟანი. ათქვიფეთ ბლენდერით.
  3. სილიკონის ფორმაში ჩააწყეთ ნახევარი ანანასის რგოლები. დანარჩენები კუბებად დაჭერით და ხაჭოს მასაში ჩაალაგეთ. მასშივე ჩაასხით ჟელატინიანი წვენი. ჩაყარეთ ქიშმიში და აურიეთ.
  4. ჩადეთ ჟელატინისა და ხაჭოს ნარევი ფორმაში და შედგით მაცივარში გასაციებლად.

გაციებული დესერტი გადააბრუნეთ თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან, უხდება ჩაის ან ყავას. შენიშვნა: ასეთი დესერტი უხდება სახლის ლიქიორის ერთ სირჩას.