პირველ რიგში ეს არის უდიდესი და ძალიან მეგობრული ადგილი. სამყაროს უდიდესი წყალქვეშა რესტორანი 100 სტუმარს იტევს. რესტორანს ჰქვია ,,ქვეშ” (Under).
ნორვეგიულად, ,,ქვეშ” ნიშნავს ,,ქვემოთ”-ს და ,,საოცარსაც”. ეს გრანდიოზული შენობაც ამ ორ მნიშვნელობას ატარებს. შენობას ხელოვნური რიფები აქვს და მისი სტრუქტურა მთლიანად მორგებულია ზღვის ხასიათზე.
მსხვილი კედლები იტანს ზღვის ძლიერ მიმოქცევას. რესტორანს აქვს პანორამული ფანჯარა, რომლიდანაც ხედი სეზონების ცვლილებასთან ერთად სულ უფრო ლამაზდება.
,,ქვეშ” არის ზღვის საზღვრებთან ექსპერიმენტაციის ბუნებრივი პროგრესი,” აცხადებს დამფუძნებელი და არქიტექტორი ტრაედალ ტორსენი. ,,სამხრეთ ნორვეგიის ახალი ორიენტირი, უნივერსალური ადგილი და გარემო ყველა ადამიანისთვის.”
ამ ადგილას, ზღვის ქვეშა პოზიციიდან, სამყარო ბევრად ლამაზი და მისტიური ჩანს.
რესტორანი აქცენტს ხარისხზე აკეთებს, ეს ეხება სამზარეულოსაც. დანიელი ემიგრანტი ნიკოლაი ელისტგაარდი რესტორანის მთავარი შეფია, ის 16-ადამიანიან სამზარეულოს გუნდს ხელმძღვანელობს.
ნორვეგიაში, ქალაქი ლინდესნესი ცვალებადი კლიმატით გამოირჩევა. თუმცა რესტორნის შიგნით ეს არ იგრძნობა, მდიდარი ინტერიერის შიგნით თბილა და იდეალური ატმოსფეროა სტუმრებისთვის.
ამ ადგილიდან სტუმრებს უკვე შეუყვარდათ მზის ჩასვლის ყურება. დაშვებულ მზეს ამჯერად წყლის ზედაპირზე ხედავენ.
ავეჯი მთელი პროექტის ფილოსოფიას იდეალურად გამოხატავს; სოლიდური სტრუქტურა ახალ და ბუნებრივ მატერიაშია მოქცეული.
თუმცა ,,ქვეშ” მხოლოდ რესტორანი როდია. ის საზღვაო კვლევათა კეთილმოწყობის ცენტრიც არის. ის პასმინძლობს ინტერდისციპლინური მკვლევარების გუნდს, რომლებიც ზღვის ბიოლოგიას იკვლევენ და თევზების რეაქციებს შეისწავლიან.
შენობის ირგვლივ დიდი კონტრასტია: პეიზაჟსა და ზღვას შორის, ასევე განსხვავებაა ზედა და ქვედა სივრცეებში. ის იცავს ეკოლოგიურ ბალანსს ზღვასა და ხმელეთს შორის და ხატავს არაჩვეულებრივ ცოცხალ პეიზაჟს.
პროექტის იდეა ზღვის დონიდან ზემოთ მყოფ ადამიანებს ზღვის ქვემოთ ჩაუშვებს. თითქოს მარტივი ოპერაციაა, მაგრამ რესტორნის სახით ძალიან ეფექტურად გამოვიდა. იქ ყოფნა ასევე არის სრულიად უსაფრთხო და დამამშვიდებელიც კი.