მთავარი რჩევები ქინძი 12 სახეობის ბაქტერიის ზრდას აჩერებს

ქინძი 12 სახეობის ბაქტერიის ზრდას აჩერებს

by guramus

ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ქინძის ზეთი საშიში ბაქტერიების ბევრ შტამს ანადგურებს. ამ მცენარის სანელებელს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში გულისრევის, კოლიკის, სოკოვანი ინფექციის, საჭმლის მონელების პროცესთა დარღვევების და ტკივილის საწინააღმდეგოდ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქინძი 12 სახეობის ბაქტერიის ზრდას აჩერებს, მათ შორისაა E. coli, სალმონელა და რეზისტენტული (გამძლე) სტაფილოკოკი. ლაბორატორიულ ტესტებში გამოიყენებოდა ქინძის ზეთის 1,6 %-იანი (ზოგჯერ უფრო დაბალი კონცენტრაციის) ხსნარი. როგორც გაირკვა, ქინძის ზეთის ასეთი დაბალი კონცენტრაციაც კი აზიანებს ბაქტერიების მემბრანას, აფერხებს ბაქტერიულ ორგანიზმში მიმდინარე ბევრ, მათ შორის სუნთქვის პროცესს, შედეგად ბაქტერია კვდება.

როგორც კვლევის ავტორი ფერნანდ დომინგეზი აცხადებს ქინძის ზეთმა არ “იმუშავა” დიარეისა (ფაღარათის) და გულისრევის სინდრომით მიმდინარე კვებითი ტოქსიკოინფექციის გამომწვევი Bacillus cereus-სა და Enterococcus faecalis-ის (რომელიც საშარდე გზებისა და მცირე მენჯის ორგანოთა ინფექციის გამომწვევია ხშირად) წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქინძი მოქმედებს მაშინ, როცა ბაქტერიების მემბრანა გამტარია (განვლადია), შესაბამისად, მისი გამოყენება ძალიან რეალურია კონსერვანტად.