1.2K
გაგიგიათ ასეთი რამ? გასინჯეთ ეს შესანიშნავი დესერტი და აივსეთ სხეული ენდორფინებით!
ინგრედიენტები
- 140 გ რბილი კარაქი
- 140 გ ყავისფერი შაქარი
- 2 კვერცხი
- 140 გ აფუებადი ფქვილი
- 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი
- 2 მწიფე ბანანი
- 50 გ გლაზურის შაქარი
- ბანანის ჩირი მოსართავად (გემოვნების მიხედვით)
მომზადება
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
- წაუსვით რბილი კარაქი საცხობ ფორმას (გარდა ინგრედიენტებში მოცემული რაოდენობისა)
- აურიეთ 140 გ რბილი კარაქი და 140 გ ყავისფერი შაქარი კარგად, ჩაამატეთ 2 კვერცხი და ათქვიფეთ 140 გ ფქვილთან ერთად.
- დაამატეთ 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი და 2 ბანანი.
- ჩაასხით მასა ფორმაში და გამოაცხეთ 30 წუთით.
- გააციეთ 10 წუთით, შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
- აურიეთ 50 გ გლაზურის შაქარი 2-3 ჩ.კ. წყალთან, გახსენით შაქარი.
- მოასხით გლაზურის ნარევი ნამცხვარს და სურვილის მიხედვით მორთეთ ის მშრალი ბანანის ჩიფსებით.