როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? – 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ტორტი არ უყვარს. არც ერთი დღესასწაული არ ჩაივლის მის გარეშე. დღესდღეობით არსებობს გემრიელი ტორტების რეცეპტების დიდი რაოდენობა.

რა თქმა უნდა, სახლის პირობებში მომზადებული ტორტი ნაყიდზე უკეთესია. მადისაღმძვრელი ტკბილეულის მიმართ დიეტები უძლურია. გვსურს გაგიზიაროთ ტორტის მომზადების რამდენიმე საიდუმლო ცხობის პროცესის გასამარტივებლად.

ტორტის მომზადების საიდუმლო

1. ოთახის ტემპერატურის კარაქისგან მსუბუქი და ჰაეროვანი ბისკვიტი მზადდება. მსუბუქად დააწექით კარაქს თითით. თუ ზედაპირზე კვალი გაჩნდა, ესე იგი, კარგი ტემპერატურაა.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

2. ყურადღება მიაქციეთ კვერცხის ზომას. თქვენ დაგჭირდებათ მსხვილი კვერცხები. გაითვალისწინეთ ეს.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

3. სწორად განსაზღვრწეთ ფქვილის რაოდენობა. თუ ზომავთ ჭიქით, ფქვილის ზედაპირი დანით გაასწორეთ, რათა თავმობმული არ იყოს.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

4. ტორტი ჰაეროვანი რომ გამოვიდეს, ფქვილი გაცერით.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

5. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი, შეანჯღრიეთ, რაღა ფქვილი თანაბრად განაწილდეს კარაქზე. ასე ტორტი არ მიიწვავს.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

6. ბისკვიტის მზაობის შესამოწმებლად, ჩაარჭეთ კბილის საჩიჩქნი. თუ ის სუფთა დარჩა, ესე იგი, ტორტი მზად არის.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

7. ტორტის სწორი ნაჭრის მოსაჭრელად, დანა ცხელ წყალში ჩაყავით. შემდეგ გაამშრალეთ და დაჭერით.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები ტკბილი ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ მათი გაზიარება მეგობრებისთვის!

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

ალუბლის ტორტი

თუ ვინმეს იცნობთ, ვისაც ალუბლის ტორტი უყვარს, ეს რეცეპტი აჩვენეთ. მისი ნუშის არომატი და ალობმის ჯემის შიგთავსი დამატყვევებელია.

ინგრედიენტები

ნამცხვრისთვის

  • 200 გ რბილი კარაქი
  • 200 გ ყავისფერი შაქარი
  • 100 გ დაფქული ნუში
  • 100 გ აფუებადი ფქვილი
  • 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი
  • 1/2 ჩ.კ. ნუშის ესენცია
  • 4 დიდი კვერცხი

შიგთავსისთვის და მოსასხმელად

  • 340 გ ალუბლის მურაბა ან კონსერვი
  • 175 გ გლაზურის შაქარი
  • 5-6 ჩ.კ. წყალი ან ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. ნუშის ფანტელები

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. კარაქი მოასხით საცხობ ფორმას.
  2. აურიეთ მიქსერით ნამცხვრის ყველა ინგრედიენტი და მოაყარეთ მწიკვი მარილი. გამოაცხეთ 30 წუთით, ოქროსფრამდე. არ გამოაღოთ ღუმელი 25 წუთი, რათა კარგად გამოცხვეს.
  3. შემდეგ გააციეთ. გაყავით ნამცხვრის ცომი ორ ნაწილად. დარწმუნდით, რომ ცომი კარგადაა შეკრული და აფუებული.
  4. მოასხით ჯემი ერთ ფენას, შემდეგ მეორე ფენა დაადეთ, მასაც მოასხით ალუბლის ჯემი. მოასხით გლაზური, დაამატეთ ლიმონის წვენი და დააყოვნეთ. შემდეგ მოაყარეთ ნუშის ფანტელები. კვლავ დააყოვნეთ, რათა ყველაფერი გაუჯდეს ერთმანეთს. გაჭერით და მიირთვით!

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

ჟოლოს ტორტი

ნუშისა და ჟოლოს ნაზავით არაჩვეულებრივ დესერტს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 140 გ დაფქული ნუში
  • 140 გ რბილი კარაქი
  • 140 გ ყავისფერი შაქარი
  • 140 გ აფუებადი ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. ვანილი
  • 250 გ ჟოლო
  • 2 ს.კ. ნუშის ფანტელი
  • შაქრის მინანქარი

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, წაუსვით ზეთი 20 სანტიმეტრიან ნამცხვრის ფორმას. აურიეთ დაფქული ნუში, კარაქი, შაქარი, ფქვილი, კვერცხები, ვანილი. აურიეთ კარგად. შეგიძლიათ ბლენდერის ან მიქსერის გამოყენება.
  2. გაყავით მასა ორად. ჩაასხით ნახევარი ფორმაში, მოაყარეთ ჟოლო. დაადეთ მასის მეორე ნახევარი. მასაც მოაყარეთ ჟოლო.  მოაფრქვიეთ ნუშის ფანტელები და შედგით ღუმელში 50 წუთით. გააციეთ, მოაშორეთ ფორმა და წაუსვით მინანქარი და მიიტანეთ სუფრასთან.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

ლიმონის ტორტი

ლიმონის ნამცხვარი გაგაოგნებთ თავისი არომატით. სუფრაზე მიტანამდე სტუმრები გააფრთხილეთ, რომ სასწაულის მომსწრენი გახდებიან!

ინგრედიენტები

  • 225 გ უმარილო, რბილი კარაქი
  • 225 გ ყავისფერი შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 225 გ აფუებადი ფქვილი
  • წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა

მოსართავად

  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 85 გ ყავისფერი შაქარი

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
  2. აურიეთ 225 გ კარაქი, 225 გ შაქარი, მიეცით კრემისებური მასის ფორმა. დაამატეთ 4 კვერცხი, კვლავ აურიეთ.
  3. გაცერით ფქვილი, დაამატეთ ლიმონის გახეხილი ცედრა, აურიეთ.
  4. პერგამენტიან საცხობ ფორმას (8×21 სმ) წაუსვით ცხიმი.
  5. აურიეთ 2 მასა ერთმანეთში და გამოაცხეთ 45-50 წუთი. ჩაარჭეთ პატარა ხის ჩხირი, თუ ამოღებისას სუფთა დარჩა, ესე იგი, ნამცხვარი მზადაა.
  6. პარალელურად აურიეთ ლიმონის წვენი და შაქარი.
  7. გამომცხვარ ტორტს მოასხით ლიმონის წვენისა და შაქრის ნარევი.
  8. დატოვეთ სრულ გაციებამდე, ამოიღეთ ფორმიდან. ჰერმეტულ კონტეინერში 3-4 დღე შინახება. გაყინვით – 1 თვე.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

ტორტი ვიქტორია

ეს ნამცხვარი ქორწილებისთვის და სხვადასხვა დღესასწაულისთვის გამოიყენება. სცადეთ მომზადება და აუცილებლად შეგიყვარდებათ ის!

ინგრედიენტები

  • 200 გ ყავისფერი შაქარი
  • 200 გ რბილი კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 200 გ აფუებადი ფქვილი
  • 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი
  • 2 ს.კ. რძე

მოსასხმელად

  • 100 გ რბილი კარაქი
  • 140 გ გლაზურის შაქარი
  • მწიკვი ვანილი
  • 340 გ კარგი ხარისხის მარწყვის ჯემი
  • გლაზურის შაქარი მოსართავად

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. წაუსვით კარაქი საცხობ ფორმაზე 20 სმ-ით დაფენილ პერგამენტს.
  2. დიდ ჯამში აურიეთ შაქარი, კარაქი, კვერცხი, ფქვილი, ფხვნილი და რძე. გახადეთ სმუზის კონსისტენციის.
  3. გაყავით მასა 2 ნაწილად.
  4. გამოაცხეთ 20 წუთი, ოქროსფრამდე.
  5. გააციეთ ბოლომდე.
  6. აურიეთ კარაქი, გლაზური, ვანილი კარგად, ცალკე ჭურჭელში.
  7. წაუსვით გაყოფილი მასიდან ერთ-ერთს, მოასხით 170 გ მარწყვის ჯემი და დაადეთ ტორტის მეორე ფენა.
  8. მოაყარეთ გლაზურის შაქარი. შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში და 2 დღის განმავლობაში მიირთვით.

როგორ მოვამზადოთ ტორტი სახლში? - 5 საუკეთესო რეცეპტი ტორტების გამოსაცხობად.

შოკოლადის ნამცხვარი

მარმარილოს ნამცხვარი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა. მას ძალიან უხდება შოკოლადი, ვანილი და სხვადასხვა ტიპის ხილი და შეფერილობა.

ინგრედიენტები

  • 225 გ რბილი კარაქი
  • 225 გ ყავისფერი შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 225 გ აფუებადი ფქვილი
  • 3 ს.კ. რძე
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმას კარაქი, 20 სანტიმეტრზე.
  2. თუ გაქვთ საჭმლის გადამამუშავებელი მოწყობილობა, ყველაფერი ძალიან გამარტივდება. უბრალოდ ჩაყარეთ მასში კვერცხები, კარაქი, შაქარი, ფქვილი, რძე, ვანილი და ურიეთ 1-2 წუთი.
  3. თუ ხელით ურევთ, კარაქი და შაქარი აურიეთ, დაამატეთ კვერცხები, აურიეთ და შემდეგ დაამატეთ სხვა ინგრედიენტები.
  4. დაამატეთ ფქვილი, რძე, ვანილი ურიეთ კარგად, სანამ სმუზის ფორმას მიიღებდეს.
  5. გაყავით მასა 2 ნაწილად. დაამატეთ კაკაოს ფხვნილი ერთ ნაწილში. დააყოვნეთ.
  6. აიღეთ ხის პატარა ჩხირი და აურიეთ კაკაოს ფხვნილი ტორტის ზედაპირზე. ეს მარმარილოს ეფექტს მისცემს.
  7. გამოაცხეთ 40-45 წუთით, გააციეთ და დაჭერით. ნამცხვარი ინახება 3 დღე კონტეინერში, ხოლო თუ გაყინავთ, მას 3 თვეც შეინარჩუნებთ.

Loading...

  კომენტარები