მთავარი გასართობი ამოარჩიეთ ადგილი, რომელში შესვლაც ყველაზე მეტად გაშინებთ და ჩვენ გეტყვით დაფარულ ფაქტებს თქვენ შესახებ

ამოარჩიეთ ადგილი, რომელში შესვლაც ყველაზე მეტად გაშინებთ და ჩვენ გეტყვით დაფარულ ფაქტებს თქვენ შესახებ

by guramus

ამოარჩიეთ ადგილი, რომელში შესვლაც ყველაზე მეტად გაშინებთ:

შედეგები:

1.

თუ ყინულის გამოქვაბულში შესვლა გაშნებთ, ემოციურ სითბოს საჭიროებთ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მოხდენილი გაქვთ, თანხმდებით ყველაფერს, რაც გეძლევათ, კარგად გესმით ვინ ხართ და არ განიდით წუხილს  როცა რაღაც ვერ მიდის სწორად, მაინც გეშინიათ სიმარტოვის, იმედგაცრუების და მწუხარების.

განძი, რომელსაც ამ გამოქვაბულში ეძებთ, სიყვარულია. ალბათ ფიქრობთ, რომ არ გჭირდებათ ურთიერთობა რათა თავი ბედნიერად იგრძნოთ, მაგრამ აუცილებლად გააცნობიერებთ, იმას, რაც გჭირდებათ, როცა სწორ ადამიანს იპოვნით. თუ უკვე გაქვთ რომანტიკული ურთიერთობა, მაშინ სხვა სახის სიყვარულს ეძებთ. ალბათ, დროა ცხოველების თავშესაფარს ეწვიოთ და ახალი ფუმფულა მეგობარი გაიჩინოთ.

2.

თუ ეს საშიში გვირაბი გაშფოთებთ, ეს ნიშნავს, რომ ემოციური თავგადასავლის დაწყება გესაჭიროებათ. შავბნელი წყალი თქვენს გონებაში არსებული უკუნეთის სიმბოლოა და ნიშნავს, რომ მას გაწმენდა სჭირდება. უნდა გათავსიფულდეთ მძიმე ფიქრებისგან, რათა თქვენს გზას უფრო ნათლად შეხედოთ.

განძი, რომელსაც ამ გვირაბში ეძებთ, თვითდაჯერებულობაა. ეცადეთ თქვენი საქმეები ვერბალურად გადმოსცეთ, რაც არ უნდა რთული დავალება იყოს ეს. გახსოვდეთ, რომ ყოველთვისაა სინათლე გვირაბის ბოლოს, მაშნაც კი, როცა ის ძალიან ბნელია.

3.

ამ ჭაში შესვლა საშინელებაა. ვერც კი წარმოიდგენთ, რა შეიძლება გელოდეთ ქვევით და როგორ დააღწიოთ მას თავი. ეს სურათი მოწყენილობის სიმბოლოა. თქვენ გაჭედილი ხართ და ელით ვინმეს, ვინც გადაგარჩენთ. ეს სიტუაცია მისაღებია მათთვის, ვისაც მარტო ყოფნა მოსწონს და ცხოვრების აზრს ჭვრეტს, მაგრამ არა თქვენთვის.

განძი, რომელსაც ეძებთ, არის თავგადასავალი. გსურთ მეტი დრო გაატაროთ გარეთ, შეისწავლოთ ახალი რამეები და ცხოვრებით დატკბეთ. რატომ არ დაიწყებთ ახალი მოგზაურობის დაგეგმვას ახლავე?

4.

ეს სორო გაშინებთ? იმიტომ, რომ გეშინიათ იმის, თუ რა შეიძლება იპოვნოთ მასში. შეიძლება იყოთ ადამიანი, რომელიც კომფორტულად გრძნობს ოჯახშიც და სამსახურშიც, მაგრამ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რა გსურთ ცხოვრებაში. მიწის შრე ჩვენი პიროვნების იმ ნაწილის სიმბოლოა, რომელსაც გვსურს ჩავწვდეთ. დროა, მიიღოთ გამოწვევა და შეისწავლოთ რა არის მასში.

განძი, რომელსაც ეძებთ, ცხოვრების აზრია. შესაძლოა კურდღლის ამ სოროში შეძრომისას უცნაური რამეები აღმოაჩინოთ, მაგრამ განცდები, რასაც შეიგრძნობთ, ბედნიერების მოპოვებასთან დაგაახლოვებთ.

5.

თუ ამ მიტოვებულ შენობაში შესვლა გეშინიათ, ეს ნიშნავს რომ ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი ხართ, ანალიტკური უნარებით. თქვენ იღებთ ცხოვრებას როგორიც არის და მაღალი მორალური პრინციპები გაქვთ. ამავეს ელით გარშემომყოფთაგან. აგურები ფოტოზე თქვენი მაღალი სტანდარტების გამომხატველი სიმბოლოა, რომელმაც შესაძლოა სხვები შეაშინოს, დაუცველი და მყიფე გახადოს. მაგრამ, თუ აგურებს ახლოდან შევხედავთ, აღოვაჩენთ, რომ ისინი ჩამოვარდნის პირასაა, რაც თვენსა და ადამიანებს შორის არსებული ბარიერების ადვილად დანგრევის სიმბოლოა.

განძი, რომელსაც ამ სახლში ეძებთ, ემოციური დაკმაყოფილებაა. გრძნობთ, რომ ვინმესთან ღრმა კავშირს საჭიროებთ, როგორც სულიერ, ისე ემოციურ დონეზე.

6.

ეს საშიში მიტოვებული სახლი კოშმარულად გეჩვენებათ? ეს იმიტომ, რომ ეს სურათი ყველაზე საშინელ ადგილასაა გადაღებული, რაზეც კი გიფიქრიათ. თვენ დიდი გულის პატრონი ადამიანი ხართ, კეთილი, ერთგული და გულუხვი. გსურთ დაიცვათ ის ადამიანები ვინც გიყვართ და მისცეთ ყველაფერი რაც სჭირდებათ. ნახევრად დაზიანებული სახლი ამ მიზნის მიმართ თქვენი უუნარობის სიმბოლოა. ერთი ნაბიჯი შეგნით გაჩვენებთ იმას, რასაც თქვენთვის გულის გატეხვა შეუძლია. კარგი ამბავი – შანსია იპოვნოთ დამალული სამკაულიც.

განძი, რომელსაც ამ სახლში ეძებთ, სიმდიდრე და კეთილდღეობაა. ეს თქვენ და თქვენს ახლობლებს ააყვავებს და დაცულობის შეგრძნებას მიანიჭებს.

7.

თუ ამ კიბეების გეშინიათ, გწყურიათ ცხოვრება, რომელიც სავსეა მხიარულებით და აღტაცებით. მაგრამ, შესაძლოა დროდადრო ჩავარდეთ. ჩახვიდეთ უცნობ ადგილზე ამ კიბეებით დამარხვის სიმბოლოსთან ასოცირდება. თვენ საოცრად გეშინიათ სიკვდილის. ამასთან, ბევრი რამ ყრია კიბეებზე, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრების ეს ეტაპი და პერიოდი დასრულდა და წინ უცხო, ახალი რამ გელით.

განძი, რომელსაც ეძებთ, ჯანმრთელობაა. საკუთარ თავს მეტად უნდა მოუაროთ, შეიძლება შეიცვალოთ ცხოვრების სტილი, მოიშოროთ მავნე ჩვევები და დაამატოთ მეტი ბოსტნეული რაციონს.

8.

თუ ამ მძიმე, ქვებით შემოსაზღვრული ლურჯი კარის გეშინიათ, ამის მიზეზი არსებობს. კარი ღია ლურჯია, რაც ცის და ზღვის სიმბოლოა, რომელიც ბნელ ადგილას შესვლისას უკან უნდა მოიტოვოთ. ეს ფერი ასევე სტაბილურობასთან ასოცირდება. ურყევი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია დასახულ მიზნებს მიაღწიოს. მაგრამ, ხანდახან, მიზნები, რომლებსაც ისახავთ, რთულია მსიაღწევად. ხავსი ქვებზე ცივ ადგილას დიდი ხნით ყოფნას ნიშნავს – გარემოებას, რომელშიც არასდროს გსურთ მოხვედრა, იმიტომ, რომ თავს შრომისმოყვარედ თვლით.

განძი, რომელსაც ამ დილეგში ეძებთ, კომფორტია. არ იქნებოდა სასიამოვნო, რომ შეგესვენათ? შესაძლოა თავიდან დროის კარგვად მოგეჩვენოთ, მაგრამ აგინაზღაურდებათ.