მთავარი კულინარია რეცეპტი: ჩიტის რძე

რეცეპტი: ჩიტის რძე

by Keti

ეს უგემრიელესი დესერტი ყველას გაუგია და ალბათ ძალიან ბევრს უყვარს ბავშვობიდან. მის მომზადებაში განსაკუთრებულად რთული არაფერია. თუ გსურთ ახლობლების განებივრება ამ შესანიშნავი ტკბილეულით, მოიმარეგეთ ინგრედიენტები და დაიწყეთ მზადება.

ინგრედიენტები

  • 24-30 გრამი ჟელატინი
  • 625 გრამი შაქარი
  • 450 გრამი ათქვეფილი ნაღები
  • 1 ჭიქა წყალი
  • 300 მლ რძე
  • 450 გრამი არაჟანი
  • 5 ს.კ. კაკაო
  • 1 ს.კ. ზეთი

მომზადება

  1. შეურიე ერთმანეთს 2 პაკეტი ჟელატინი და 1 ჭიქა ძე. დადგი საშუალო ცეცხლზე და ურიე მანამ, სანამ რძისგან არ ამოვა ორთქლი. რძე არ უნდა ადუღდეს. გადმოდგი ცეცხლიდან და გააციე.
  2.  მოამზადე 20×30 სმ ზომის ფორმა და წაუსვი ზეთი. 1 ჭიქა შაქარი, არაჟანი და ნაღები ათქვიფე მიქსერით საშუალო სიჩქარეზე.
  3. გააგრძელე თქვეფა და ნელ-ნელა დაუმატე თბილი ჟელატინიანი რძე.
  4. ყველაფერი ჩაასხი მომზადებულ ფორმაში და ზედაპირი მოასწორე. შედგი მაცივარში. არ დაგავიწყდეს დაფარება.
  5. მინანქრის მოსამზადებლად შეურიე დარჩენილი შაქარი, კაკაო და 1 პაკეტი ჟელატინი ქვაბში. დაამატე 1 ჭიქა წყალი და 100 მლ რძე, თან განუწყვეტლივ ურიე. შემდეგ ქვაბი დადგი საშუალო ცეცხლზე და მიიყვანე ადუღებამდე. მორევა არ შეწყვიტო. როგორც კი წამოდუღდება, გადმოდგი ცეცხლიდან და გააციე 1 საათის განმავლობაში.
  6. შოკოლადის მინანქარი დაასხი ნაღების ფუძეს და კვლავ შედგი მაცივარში მინიმუმ 5 საათი. მზადაა!

ჩიტის რძის მომზადება მეტ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ მიღებული შედეგი ამად ღირს! თქვენი ახლობლები აღტაცებაში მოვლენ მისით.

მოამზადეთ სიამოვნებით  და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც.