მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ თურქული ქებაბი?

როგორ მოვამზადოთ თურქული ქებაბი?

by Keti

ქებაბი ძირითადი მეორე კერძია თურქეთში. მას ამზადებენ ცხვრის, საქონლის ხორცისგან. არსებობს ბოსტნეულისა და ზღვის პროდუქტების ქებაბიც. მეთოდები მრავალგვარია, ამიტომ მხოლოდ ქებაბის თქმა არასაკმარისია. ჩვენ მოვახდენთ ამ მეთოდების დემონსტრირებას.

ქებაბის სახეები

შიშ-ქებაბი

ეს მწვადის მსგავსი კერძია. შამფურზე წამოცმულ ხორცის ნაჭრებს მაყალზე წვავენ, ამატემენ მარინადებს. თურქეთში ხორცს ცეცხლზე არაჩვეულებრივად ამზადებენ.

დონერ-ქებაბი

ეს თურქული ფასტფუდია, ჰგავს შაურმას და არის ბალანსირებული კერძი. მასში არის ხორცი, პური, ბოსტნეული. ინგრედიენტები ლავაშშია შეხვეული, მწარე სოუსთან ერთად.

ისკანდერ-ქებაბი

სახელწოდება მისი შემქმნელისგან მოდის. ის რესტორნების ყველაზე ხშირი კერძია. შედგება ცხვრის ხორცის, ტომატისა და იოგურტისგან. სუფრასთან მიაქვთ გრილზე შემწვარ ბოსტნეულთან ერთად.

ადანა-ქებაბი

ნაზ ფარშს სპეციალური ტექნიკით გარდაქმნიან ხორცის ცომად და აძლევენ სხვადასხვა ფორმას. ფარშს წვავენ გრძელი ზოლების სახით, მაყალზე. მიაქვთ ბურღულეულთან ერთად.

ურფა-ქებაბი

ის ხშირად ადანა-ქებაბში ეშლებათ. აურფას ანელებენ მწარე წიწაკით. ძალიან პოპულარულია შანლიურფაში, სადაც წიწაკს ყველაფერს ამატებენ.

ტესტი-ქებაბი

ეს კაბადოკიის სამზარეულოს საინტერესო წარმომადგენელია. ცხვრის ხორცს ამზადებენ თიხის ქოთნებში, ბოსტნეულთან ერთად, შემდეგ სუფრაზე ჭურჭელს დანით სტეხენ. ორთქლზე და საკუთარ წვენში მომზადებულ ხორცს განუმეორებელი გემო და სურნელი აქვს.

ავჯი-ქებაბი

ამ ქებაბს ყველა იცნობს, მას მონადირულსაც უწოდებენ. რეალურად, ეს არის ცხვრის ხორცისგან მომზადებული გულიაში. გთავაზობთ მის რეცეპტს:

დაგჭირდებათ:

  • 800 გ ცხვრის ხორვი
  • 750 მლ წყალი
  • 100 გ დაკონსერვებული ბარდა
  • 100 გ კარაქი
  • 3 პომიდორი
  • 3 კარტოფილი
  • 3 ხახვი
  • 2 სტაფილო
  • მარილი, პილპილი
  • სურვილისამებრ, 200 მლ მშრალი ღვინო, 0,5 ჩ.კ. მდოგვი, ნიახური, წიწაკა, ნიორი, პიტნა, ოხრახუში, ქინძი, კამა

დაჭერით ხორცი საშუალო ნაჭრებად, დამარინადება შეგიძლიათ ღვინოში. გაადნეთ კარაქი ღრმა ტაფაში, დაამატეთ ცოტა ზეთი, შეწვით მასში ხახვი, ნიორი. დააწყეთ ხორცი და დაიწყეთ შუშვა ქერქის წარმოქმნამდე. ცეცხლს აუწიეთ, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი, შუშეთ ხორცი 20 წუთი. შემდეგ დარჩენილი ინგრედიენტები შუშეთ, ბარდისა და მარინადის გარდა. ჩაასხით 2-3 ჭიქა წყალი და შუშეთ კარტოფილის დარბილებამდე. მონადირული ქებაბი მზადაა!

ქებაბის კიდევ ბევრი სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, მთავარი ისაა, რომ ნამდვილი ქებაბი ცეცხლზე მზადდება.

თქვენ ქებაბის რომელი რეცეპტი გნებავთ, რომ იხილოთ? გვიპასუხეთ კომენტარებში!