მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ კოტლეტი კვერცხის შიგთავსით

როგორ მოვამზადოთ კოტლეტი კვერცხის შიგთავსით

by Keti

მარტივად რომ ვთქვათ, კოტლეტი უგემრიელესი კერძია, თუკი ფანტაზიასაც ჩავრთავთ, ჩვეულებრივი კერძი წამში ხდება ფანტასტიური სიურპრიზი, რომელსაც შესანიშნავი შიგთავსი აქვს.

გთავაზობთ განსხვავებული კოტლეტის რეცეპტს, რომელიც უხდება უბრალო ვახშამსაც და დღესასწაულებსაც. რეცეპტი მოეწონებათ დიასახლისებს, ვისაც უყვართ კულინარიული ექსპერიმენტები.

კოტლეტი კვერცხით
ინგრედიენტები
  • 1 კგ ხორცის ფარში
  • 6 კვერცხი
  • 100 გ ბატონი პური
  • 150 გ ხახვი
  • 200 მლ რძე
  • მარილი, პილპილი
  • ზეთი
მომზადება

1. მოხარშეთ 4 კვერცხი, გაფცქვენით, დაჭერით. დაჭერით ხახვი წვრილად, შეწვით ზეთში ოქროსფრამდე, შეურიეთ კვერცხი. მოაყარეთ მარილი, პილპილი.

2. ბატონი რძეში ჩაალბეთ, ცოტა გაწურეთ და ფარშს შეურიეთ.

3. კოტლეტმა ფორმა რომ შეინარჩუნოს, ფარშს 2 უმი კვერცხი დაამატეთ. მოაყარეთ მარილი, საყვარელი სანელებელი. მოზილეთ ერთგვაროვანი მასა.

4. ცოტა ფარშისგან გააკეთეთ მრგვალი გუნდა, ცენტრში ჩადეთ 1 ს.კ. კვერცხისა და ხახვის ნარევი. ფრთხილად შეახვიეთ შიგთავსი ფარშში. მოამრგვალეთ კოტლეტის ფორმით და დადეთ საცხობზე ან ტაფაზე ნაკერით ქვემოთ. იმავე გააკეთეთ დარჩენილი ფარშით.

გაანაწილეთ კოტლეტები ფორმაზე, წაუსვით ცოტა ზეთი, შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 40-45 წუთით.

5. მიიტანეთ კოტლეტები მწვანილთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

კოტლეტი კვერცხის შიგთავსით შეგიძლიათ ტაფაზეც შეწვათ, ზეთში. თუმცა ღუმელში მომზადებული უფრო სასარგებლოა. ასევე ის დიეტურ მენიუს ამრავალფეროვნებს.

გაფრთხილებთ, მოამზადებთ კვერცხის შიგთავსიან კოტლეტს და მუდმივად მისი კეთება მოგიწევთ, რადგან მას განუმეორებელი გემო აქვს.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!