მთავარი კულინარია ბეფსტროგანოვი სოკოთი

ბეფსტროგანოვი სოკოთი

by Keti

ბეფსტროგსნოვი საკმაოდ პოპულარული კერძია. ის არის არაჟანში ჩაშუშული დაჭრილი საქონლის ხორცი.

ეს კერძი სუფრასთან მიაქვთ ცხელი სახით, რადგან გაციებისას კარგავს თავის საგემოვნო თვისებებს. ამ ხორციანი კერძის საუკეთესო გარნირია შემწვარი კარტოფილი ბოსტნეულით.

ინგრედიენტები

500 გრ საქონლის ხორცი

1-2 ხახვი

1 ს.კ. მდოგვი

200 გრ წყალი

200 გრ ქამა სოკო

2 ს.კ. არაჟანი

1 ს.კ. ფქვილი

1 ს.კ. ზეთი

ხორცის სუნელი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით საქონლის ხორცი წვრილად. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად.
  2. ქამა სოკო გარეცხეთ და დაჭერით თხლად.
  3. გახურებულ ტაფაზე შეწვით ხახვი ოქროსფრამდე. დაამატეთ სოკო და შეწვით სითხის ამოორთქლებამდე.
  4. გახურებულ ტაფაზე დაალაგეთ ხორცი და შეწვით, დააყარეთ ფქვილი და სწრაფად აურიეთ.
  5. ხახვს და სოკოს დაამატეთ წყალი, არაჟანი, მდოგვი, სუნელი, მარილი.
  6. შემწვარი ხორცი ჩაყარეთ სოკოან მასაში და მოთუშეთ დარბილებამდე.

მოამზადეთ ხორცი ამ მეთოდით და დარწმუნდით, რომ ბეფსტროგანოვი ძალიან ნაზი კერძია არომატულ სოუსში. არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვის.