მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ თაფლიანი კარაქი

როგორ მოვამზადოთ თაფლიანი კარაქი

by Keti

თაფლიანი კარაქი ძალიან გემრიელი პურზე წასასმელია. ის გამოიყენება, როგორც სამკურნალო საშუალებაც.

მის თვისებებს აფასებს აიურვედაც. მისი პოსტულატების თანახმად, თაფლიანი კარაქი წმენდს ორგანიზმის ენერგეტიკას, რადგან კარგად ახურებს მას.

ნაღების კარაქი- ეს არის ცხიმშიხსნადი ვიტამინების A, B, C, D, E წყარო, რომლებიც აუცილებელია თმის, ფრჩხილების ზრდისთვის, ნერვული უჯრედების და ძვლების ფორმირებისთვის, კარგი მხედველობისთვის, იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ის იდეალურად არის დაბალანსებული ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის მიხედვით.

თაფლს აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოსსაწინააღმდეგო თვისებები. ის მდიდარია C, E, PP და B ჯგუფის ვიტამინებით. თაფლი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ყურძნის მჟავებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, ფოსფორს თუთიას, ქრომს, ბორს… ის არის საუკეთესო ანტიდეპრესანტიც.

თაფლიანი კარაქი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 250 გრამი კარაქი
  • 100 გრამი თაფლი
  • 1 ს. კ. დარიჩინი

მომზადება:

  1. გაადნეთ კარაქი ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ ათქვიფეთ კრემისმაგვარ მდგომარეობამდე.
  2. დაამატეთ თაფლი და დარიჩინი, კვლავ ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. უნდა გამოვიდეს მსუბუქი, ჰაეროვანი მასა. შეინახეთ მაცივარში, იქ 5 თვემდე გაძლებს.

3. ყოველ დილით მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, შესაძლოა უზმოზეც. თაფლის კარაქი იდეალურად უხდება ბლინებს, ოლადებს, შეუძლია კრემის ჩანაცვლებაც დესერტებში.

კარაქის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის ცხიმიანობას. ის არუნდა იყოს 80% ზე ნაკლები. თავად კარაქი უნდა იყის ნაღების. არანაირი სპრედი! თაფლი შეიძინეთ მეფუტკრესთან, დარწმუნებულები რომ იყოთ მის ნატურალურობაში.

თაფლიანი კარაქის მიღებით თქვენ განიმტკიცებთ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

აიურვედა გვირჩევს თბილ რძეში შევურიოთ 1 ჩაის კოვზი თაფლიანი კარაქი და პატარა ყლუპებით დავლიოთ ძილის წინ. ეს განაპირობებს მშვიდ და ღრმა ძილს. მისი რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ სტრესისა და დეპრესიისგან გათავისუფლებაში.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!