მთავარი კულინარია სალათა ომლეტით: იდეალური კერძი დღის ნებისმიერი მონაკვეთისთვის

სალათა ომლეტით: იდეალური კერძი დღის ნებისმიერი მონაკვეთისთვის

by Keti

გთავაზობთ სწრაფი და გემრიელი საუზმის რეცეპტს. პირველად აკეთებთ ომლეტს, შემდეგ კი მასში ბოსტნეულის ნარევს ახვევთ. ეს აუცილებლად მოსამზადებელი კერძია. რეცეპტი 1 პორციაზეა გათვლილი.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 350 გ ლორი
  • 2 პომიდორი
  • 230 გ სოკო
  • 230 გ ყველი
  • 1 წითელი წიწაკა
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • კარაქი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება

1. მოამზადეთ ბოსტნეული და სოკო, გარეცხეთ.

2. დაჭერით კუბებად ბოსტნეული და ლორი, სოკო სიგრძეზე დაჭერით. გახეხეთ ყველი მსხვილად.

3. შეურიეთ ყველაფერი, დაამატეთ პილპილი და მარილი. დადგით ცოტა ხანს.

4. ათქვიფეთ კვერცხი არაჟანთან, მოაყარეთ მარილი.

5. წაუსვით კარაქი ტაფას, ჩაასხით კვერცხი. დაუწიეთ ცეცხლს. დააცადეთ, სანამ ომლეტი აიწევს და გადმოდგით ტაფა. როცა ომლეტი ჩაიწევს, გადააბრუნეთ და კვლავ დადგით ცეცხლზე.

6. ,,ბლინის” ერთ ნახევარზე დადეთ 3 ს.კ. სალათა. დააფარეთ მეორე ნახევარი. გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ ორთქლზე 1 წუთი, რათა ყველი გადნეს.

7. საუზმე მზად არის, გემრიელად მიირთვით! დარჩენილი სალათა შეგიძლიათ ომლეტთან ერთად მიირთვათ.

ეს კერძი დიეტური რომ გავხადოთ, ომლეტის შეცვლა შვრიის ბლინით შეგიძლიათ. მოამზადეთ ასეთი საუზმე სხვადასხვა ვარიაციით და მოგვწერეთ, რომელი მოგეწონებათ ყველაზე მეტად!