ალბათ გქონიათ ცხოვრებაში მომენტები, როცა დიდხანს დაჟინებით უხსნიდით ვინმეს უმარტივეს საკითხებს. სამწუხაროდ, ეს იშვიათი მოვლენა არ არის.
ადამიანთა სისულელეები
სულელი ადამიანები ხშირად გვხვდებიან ცხოვრებაში. როგორ ავარიდოთ თავი მსგავს ადამიანებს?
ნაბიჯი 1 – რაც უფრო სწრაფად ამოიცნობთ მათ, უფრო სწრაფად აარიდებთ თავს.
სულელი ადამიანისთვის დამახასიათებელი 5 მთავარი ნიშანი
1. ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს, არადა, ზოგადად, ურთიერთობა დიალოგისგან და ინფორმაციის გაცვლისგან შედგება.
ურთიერთობა ჯანსაღი რომ იყოს, ისუნდა იყოს ორმხრივი და ავსებდეს ორივე ადამიანს.
სულელი ადამიანები ამ პრინციპს ვერ გრძნობენ, მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ საკუთარი შფოთვების, შთაბეჭდილებელისა და შეგრძნებების გამოხატვა. ისინი ვერ გრძნობენ თანამოსაუბრის დაღლას და საუბარს აგრძელებენ.
2. სულელი ადამიანების დიდი ნაწილი ძალიან ხმამაღალია. მათ არ ესმით, რამდენად დიდ დისკომფორტს უქმნიან ადამიანებს.
ასეთი ადამიანი მთელი რესტორნის ან ტრანსპორტის გასაგონად ესაუბრება თანამეინახეს საკუთარი ცხოვრების შესახებ. თავში აზრადაც არ მოსდის, რომ ხმაურით სხვები იღლებიან.
3. სულელ ადამიანს პრაქტიკულად არ აქვს ემპათია, ის ვერ გრძნობს თანამოსაუბრეს. ამის მიზეზია ის, რომ მთლიანად საკუთარ თავზეა მიმართული.
სულელი ადამიანი ყოველთვის 100%თაა დარწუნებული საკუთარ სიმართლეში.
4. ისინი მენტალურად ვერ ვითარდებიან მუდმივი შიშების გამო. მათ ხშირად აშინებთ სრულიად უსაფუძვლო ფაქტორები. ეს ადამიანები ყველგან სისულელეებს აკეთებენ.
ისინი არასდროს გამოდიან კომფორტის ზონიდან და თქვენი ყოველი ცდა ამ მიმართულებით უშედეგო იქნება.
5. კატეგორიულობა – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა სულელი ადამიანების წრეში. მათთვის მთელი სამყარო შავად და თეთრად იყოფა. ყველაზე დიდი სისულელე კი არის ის, რომ მათ სურთ, მთლიანად დაახშონ საკუთარი გონების კარი ახალი იდეებისგან.
სულელები არასდროს იცვლიან საკუთარ აზრებს, მაშინაც კი, როცა ეს აწყობთ.
გახსოვდეთ, რომ ინტელექტუალური განვითარების დონე ყოველთვის არ ასახავს ადამიანის სისულელეს.
მრავალი ადამიანი უბრალოდ კარგი მეხსიერებით გამოირჩევა, ადვილად იმახსოვრებენ რთულ ამოცანებს, თუმცა არ ესმით მათი არსი.
სულელ ადამიანებთან ურთიერთობა მხოლოდ დაღლას არ იწვევს. თქვენ თანდათან იგრძნობთ დისკომფორტს იმისთვის, რომ ყველა თქვენი ემოციური ძალისხმევა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. იყავით ფრთხილად და შემოსაზღვრეთ თქვენი შინაგანი სამყარო ასეთი ადამიანებისგან.