მთავარი კულინარია ცომის გუფთები (ვარენიკები) ალუბლით

ცომის გუფთები (ვარენიკები) ალუბლით

by Keti

გსურთ მოამზადოთ რაიმე ნოყიერი და უჩვეულო საუზმეზე? ამაზე მარტივი არაფერია. ზარმაც ცომის გუფთებზე უარს ვერავინ იტყვის. სიურპრიზის სახით კი მას წვნიანი ალუბალი მოჰყვება, ის ხაჭოს საუკეთესო კომპანიონია. ალუბალი შეიძლება იყოს ახალი, გაყინული ან დაკონსერვებული, მთავარია იყოს უკურკო. შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ სეზონური კენკრით.

ხაჭოს მასას ფქვილი პორციებად დაამატეთ, რათა ცომი არ დაიშალოს. ფქვილის რაოდენობა ხაჭოს სისველეზეა დამოკიდებული.

ინგრედიენტები

  • 400 გ ხაჭო
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 300 გ ალუბალი
  • 6 ს.კ. ფქვილი

მომზადება

1. ხაჭო და შაქარი ერთმანეთს შეურიეთ, დაამატეთ მათ კვერცხი და მარილი. დაამატეთ ფქვილიც და მოზილეთ ხელით რბილი ცომი.

2. ფქვილმოყრილ ზედაპირზე მოზილეთ ცომი, მოაცილეთ ნაწილი და გააბრტყელეთ ძეხვის სახით. დააწექით მას, რათა გრძელი სწორკუთხედი მიიღოთ. თანაბარი დაშორებით დაალაგეთ მასზე თითო ალუბალი, მთელი სიგრძის გასწვრივ. დააფარეთ ალუბალს ცომის თავისუფალი ნაპირები და დაჭერით ის კვადრატებად. ცომის ნაპირები ჩანგლით დაამაგრეთ.

3. ცომის გუფთები მდუღარე წყალში მოხარშეთ 1 წუთის განმავლობაში.

მიიტანეთ სუფრასთან ცხელი, არაჟანთან, კარაქთან, ან ალუბლის წვენის სიროფთან ერთად.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს და ჩვენც გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები!