მთავარი კულინარია კარტოფილი ბეკონში

კარტოფილი ბეკონში

by Keti

რეცეპტის მიხედვით, რომელსაც დღეს გთავაზობთ, არ არის საჭირო ხორცის დამარინადება საათობით. მოამზადეთ მხოლოდ შამფურები და განეწყეთ შესანიშნავი მწვადის – 2  1- შის მოსამზადებლად.

სოუსისთვის ზუსტ პროპორციებს არ შემოგთავაზებთ, ენდეთ თქვენ გემოვნებას.

ინგრედიენტები

  • 2 კგ ბეკონი
  • 2 ცალი ხახვი
  • 10 ცალი კარტოფილი
  • 1 ცალი ლიმონი
  • მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
  • ბროწეულის მარცვლები, ზეთი გემოვნებით
  • ბეგქონდარა გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ ბეკონი, დაჭერით 1 სმ სიგანის თხელ ზოლებად. გაფცქვენით და გაჭერით კარტოფილი შუაზე. თითოეულ ნახევარს შემოახვიეთ ხორცის ნაჭერი და ააგეთ შამფურზე.

2. ამის შემდეგ კარტოფილზე დანით გააკეთეთ პატარა განაკვეთები.

3. მოამზადეთ სოუსი: ზეთში აურიეთ წითელი წიწაკა, მარილი, ბეგქონდარა და 1 ლიმონის წვენი.

4. შეწვით მწვადი მაყალზე. მზადების შუა პერიოდში წაუსვით წინასწარ გაკეთებული სოუსი სილიკონის ფუნჯით.

5. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით რგოლებად. დაჭერით მწვანილიც. მოაყარეთ მწვადს და მიიტანეთ სუფრასთან.

გირჩევთ მწვადი შეწვათ ოთხივე მხრიდან და თან განუწყვეტლივ უსვათ სოუსი. ძალიან გემრიელი იქნება. ეს არომატული მწვადი დადეთ თხელ ლავაშზე და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები. გემრიელად მიირთვით!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი მწვადის მოყვარულებს.