მთავარი კულინარია თუ ამ ღვეზელს მოამზადებთ, ის ერთ ლუკმად არ გეყოფათ!

თუ ამ ღვეზელს მოამზადებთ, ის ერთ ლუკმად არ გეყოფათ!

by Keti

არსებობს ღვეზელის უამრავი რეცეპტი, თითქოს ვინმეს სიახლით გაოცება უკვე რთულია. თუმცა, ასე არ არის. ჩვენ მოგიყვებით, როგორ გამოაცხოთ პატარა ღვეზელები შიგთავსით.

პატარა და ლამაზი ღვეზელები მადისაღმძვრელია, მასში ბევრი შიგთავსი და ცოტა ცომია. შესაძლოა ისინი გაყინოთ კიდეც.

მოამზადეთ ორმაგი ან სამმაგი პორცია, რადგან ისინი სწრაფად ქრება სუფრიდან.

ინგრედიენტები ცომისთვის 

  • 400 გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 250 მლ კეფირი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • სეზამის მარცვლები

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 100 გ მოხარშული ძეხვი ან ლორი
  • 50 გ მაგარი ყველი
  • მწვანილი
  • 1 კბილი ნიორი

მომზადება

1. მოამზადეთ ცომი, შეურიეთ თხევადი ინგრედიენტები მარილს, შაქარს გამაფხვიერებელს. დაამატეთ გაცრილი ფქვილი, მოზილეთ რბილი ცომი.

2. ცომი ჩადეთ ჯამში, დააფარეთ ჩაის ტილო, დაასვენეთ 20 წუთი.

3. მოამზადეთ შიგთავსი, ძეხვი და ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ მწვანილი, ნიორი.

4. დავიწყოთ ფორმირება. აიღეთ ჩვეულებრივი საპელმენე. ცომი ოთხად გაყავით, გააბრტყელეთ თითო 2-2,5 მლ სისქის ფირფიტად.

5. საპელმენედ მოაფქვიეთ ფქვილი და დაადეთ ცომის ფირფიტა. ღრმულებში ჩადეთ შიგთავსი. დაადეთ მეორე ფირფიტა და გადაატარეთ საბრტყელებელი. ღვეზელები ფორმიდან გაათავისუფლეთ და მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობზე.

6. მოუსვით ღვეზელს ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ სეზამი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით. გემრიელად მიირთვით!

დაბრაწული ღვეზელი ყველას უყვარს. ამ მეთოდით შეგიძლიათ ის ნებისმიერი შიგთავსით მოამზადოთ: კომბოსტო, ხაჭო, კვერცხი, კარტოფილი…

მოგეწონათ რეცეპტი? მოუყევით მეგობრებს პატარა ღვეზელების შესახებ!