მთავარი კულინარია ხორცი ბოსტნეულით და ყველით

ხორცი ბოსტნეულით და ყველით

by Keti

კლასიკურად მომზადებული ‘’ ხორცი ფრანგულად’’ განსაკუთრებულია ღორის ხორცის სხვა რეცეპტებთან შედარებით. ჩვენ სრულვყავით ეს რეცეპტი ისე,რომ მას ფრანგულისგან განსხვავებით, გარნირი არ სჭირდება.

ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი ყველიანი ხორცი სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ იმავე ჭურჭლით, რაშიც მოამზადეთ.

ინგრედიენტები

  • 1კგ ღორის ხორცი
  • 3 პომიდორი
  • 3 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 4 კარტოფილი
  • 250 გ მაგარი ყველი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება:

  1. დაჭერით ხორცი მსხვილ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. გახეხეთ კარტოფილი და ყველი მხვილ სახეხზე, ხახვი და პომიდორი დაჭერით ნახევარრგოლებად.
  2. საცხობს წაუსვით ზეთი, მასზე ფენებად დაალაგეთ ხორცი, ხახვი, გახეხილი კარტოფილი. პომიდორს წაუსვით მაიონეზი და დაალაგეთ კარტოფილზე. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
  3. არ გამორთოთ ღუმელი. გამოიღეთ საცხობი, ამოსწიეთ ზემოთ ხორცი ბოსტნეულთან ერთად და მოაყარეთ ნიორი და ყველი. შედგით ღუმელში 5 წუთით.

ამ რეცეპტისთვის გამოდგება ნებისმიერი ხორცი. თუმცა საქონლის ხორცს ჯერ დამარინადება სჭირდება.

გირჩევთ, კერძი მოამზადოთ პორციებად, მაგალითად, ქოთანში ან პატარა ზომის  კერამიკულ ჭურჭელში.

გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. შესაძლოა, თქვენც გქონდეთ ცვლილების რაიმე ვარიანტი, რაც ამ კერძს ახალ დონეზე აიყვანს.