მთავარი კულინარია მწვადი ლიმონმჟავით

მწვადი ლიმონმჟავით

by Keti

მოვიდა პიკნიკების სეზონი, ყველგან მწვადის სასიამოვნო სუნი იგრძნობა. მწვადს ბევრი წვავს, მაგრამ ზოგს თავისებური მიდგომა აქვს. გთავაზობთ იდეალური ხორცის საიდუმლოს – მწვადი ლიმონის მჟავით. სინჯეთ და არ ინანებთ! ხორცი გამოდის ნაზი და რბილი, თან რჩება წვნიანი.

ინგრედიენტები

  • 2 კგ ღორის ხორცი
  • 1 კგ ხახვი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 10 შავი პილპილი
  • 2 ჩ.კ. ლიმონის მჟავა
  • 1,5 ლ წყალი
  • მარილი
  • დაფქული შავი პილპილი

მომზადება

1. ხორცი მსხვილად დაჭერით, ხახვი – რგოლებად. დაშალეთ ხახვი და დაამატეთ ხორცს დაფნასთან ერთად. აურიეთ ორივე სახის პილპილი და მარილი. ჩადეთ მაცივარში 1 დღე-ღამე. სწრაფი მარინადისთვის დადგით თბილ ადგილას 12 საათით.

2. დამარილებული მწვადი შამფურზე ააგეთ და მაყალზე დაალაგეთ.

3. სანამ ხორცი მზადდება, ლიმონიანი წყალი გააკეთეთ. ამისათვის მჟავა წყალს შეურიეთ, სითხე გადაასხით პოლიეთილენის ბოთლში და გაუკეთეთ სახურავზე ნახვრეტი.

4. ყოველ 20-30 წუთში მორწყით მწვადი ამ წყლით, გადააბრუნეთ შამფური, რათა ხორცი თანაბრად გაიჟღინთოს.

ასე შემწვარი ხორცი უგემრიელესია. სინჯეთ, მოამზადეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები!