როგორ მოვამზადოთ ტრადიციული მილანური კექსი ,,პანეტონე” დაშაქრული ხილით?

იტალიური სააღდგომო სუფრა შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ,,პანეტონეს” გარეშე. ის საოცრად ნაზი და გემრიელია.

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული მილანური კექსი ,,პანეტონე'' დაშაქრული ხილით?

ორიგინალი რეცეპტი რთული არაა, თუმცა ის ვარირებს პროდუქტებისა და სურვილების მიხედვით. უხდება შოკოლადი, ეგზოტიკური ხილი… დღესდღეობით ,,პანეტონე” იტალიისა და სხვა ბევრი ქვეყნის სიამაყეა (საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ).

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული მილანური კექსი ,,პანეტონე'' დაშაქრული ხილით?

დიასახლისებმა ექსპერიმენტირება და პასკის სახლის პირობებში გამოცფხობა დაიწყეს. დღეს მოგიყვებით, როგორ უნდა მოამზადოთ ის.

იტალიური სააღდგომო კექსი

ინგრედიენტები

  • 850 გ ფქვილი
  • 25 გ საფუარი
  • 50 გ შაქარი ცომის დედისთვის
  • 1 ს.კ. შაქარი ცომისთვის
  • 180 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 4 კვერცხის გული
  • 150 გ ქიშმიში
  • 100 გ ცუკატი
  • 100 გ თხილი
  • 1,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 0,5 ჭიქა წყალი

მომზადება

  1. გახსენით თბილ წყალში საფუარი, შაქარი, დაამატეთ 0,5 ჭიქა ფქვილი. აურიეთ. დატოვეთ ტილოს ქვეშ 20-30 წუთი.
  2. გახეხეთ ცედრა წვრილად, ეცადეთ არ გაჰყვეს ლიმონის თეთრი ნაწილი.
  3. ფქვილის დანარჩენი ნაწილი ხის ზედაპირზე მოათავსეთ, გააკეთეთ ღრმული, ჩადეთ მასში გამდნარი კარაქი, ცედრა, შაქარი, კვერცხის გულები და ცომის დედა.
  4. ცომის მოზელაზე დახარჯეთ 10 წუთი, ის უნდა გახდეს ელასტიური და საღეჭი კევივით იწელებოდეს.

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული მილანური კექსი ,,პანეტონე'' დაშაქრული ხილით?

5. დაამატეთ ცუკატები, ქიშმიში და თხილი. აურიეთ. დატოვეთ ცომი 1,5 სთ თბილ ადგილას, მოცულობა 2ჯერ უნდა გაიზარდოს.

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული მილანური კექსი ,,პანეტონე'' დაშაქრული ხილით?

6. აავსეთ ცომით საცხობი ფორმის 1/3, რომელსაც პერგამენტი ექნება ჩაფენილი.

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული მილანური კექსი ,,პანეტონე'' დაშაქრული ხილით?

7. დატოვეთ 1 სთ თბილ ადგილას, რათა სულ ამოვიდეს.

8. გამოაცხეთ ,,პანეტონე” 15 წუთი წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ კიდევ 20-30 წუთი 160 გრადუსზე. მომზადება ხის ჩხირით შეამოწმეთ.

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული მილანური კექსი ,,პანეტონე'' დაშაქრული ხილით?

კექსი იდეალური რომ გამოვიდეს:
  1. კექსის ცომს სითბო უყვარს, ორპირი არ შეუქმნათ.
  2. ცომი ძალიან კარგად უნდა მოზილოთ. ასე ადვილად გაიჭრება, არ მიეკრობა დანას.
  3. გამოცხობამდე ღუმელი აუცილებლად წინასწარ გაახურეთ.
  4. საცხობი ფორმა ფრთხილად შედგით, რათა ცომი არ დაჯდეს.
  5. ცხობისას ხშირად არ გააღოთ ღუმელი.
  6. შაქრის პუდრით ან მინანქრით კექსი გამოცხობისთანავე დაფარეთ.

გაუზიარეთ ამ უგემრიელესი კექსის რეცეპტი მეგობრებს!

Loading...

  კომენტარები