მთავარი რჩევები აი რატომ ყრიან იაპონელები მარილს კარის კუთხეში. მიზეზს რომ გაიგებთ, თქვენც ასე მოიქცევით.

აი რატომ ყრიან იაპონელები მარილს კარის კუთხეში. მიზეზს რომ გაიგებთ, თქვენც ასე მოიქცევით.

by guramus

ხდება ხოლმე მიდიხარ სტუმრად, მასპინძელი ზრდილობიანია, სახლი მშვენიერი, მაგრამ თავს მაინც არაკომფორტულად და მძიმედ გრძნობთ. ეს კი იწვევს იმას, რომ სასწრაფოდ გაცლა გინდებათ. ხდება ხოლმე წახვალთ სხვასთან, მოკრძალებული, ჩვეულებრივი სახლი აქვს, არაფრით გამორჩეული და მყუდროებას, სითბოს და კონფორტს გრძნობთ. რატომ ხდება ასე?

ყველგან, სადაც ადამიანია, გარემოში გარკვეული ენერგეტიკა იქმნება. თუ სახლში ვინმე ავადმყოფობდა, ადგილი ჰქონდა ჩხუბს, სკანდალს, ძლიერ ემოციებს და რთულ დარდს, ყველაფერი უჩინარი მტვერივით ილექება. ითვლება, რომ სახლის საუკეთესო გამწმენდი საშუალება ჩვეულებრივი მარილია.

ავი თვალისგან დაცვა

შურიან და არასასიამოვნო სტუმრებს სახლში ენერგეტიკული ჭუჭყი შემოაქვთ. ამის გამო სულში შფოთვა ჩნდება, ირღვევა ძილი, იბადება კონფლიქტი…. ხალხში ამბობენ, რომ სახლი მოაჯადოვეს. საბედნიეროდ, მარილს ნეგატიური ვიბრაციების განდევნა შეუძლია.

თანამედროვე იაპონიაში მარილი ყველა გამწმენდი რიტუალის აუცილებელი ატრიბუტია. ის მიაქვთ ტაძარში, ათავსებენ გარდაცვლილ ადამიანთან, ყრიან სუმოისტების რინგზე….

თუ ჩვეულებრივ იაპონურ სახლში შეხვალთ, აუცილებლად დაინახავთ ლანგარს მარილით. იმისთვის, რომ სახლში ყველაფერი რიგზე იყოს, არავინ ავადმყოფობდეს, მარილი იმ ადგილებში უნდა განათავსოთ, სადაც სხვადასხვა ენერგეტიკა ერთმანეთში ირევა.

იაპონელები თვლიან, რომ პირველ რიგში ასეთი ადგილი შემოსასვლელია. მარილიან თეფშს დებენ ჰოლში, რათა სტუმრებმა უბედურება არ მოიტანონ და სახლის ატმოსფეროში ნეგატიური ენერგია არ შემოიჭრას.

სახლის შიგნით, მარილს როგორც წესი ოთახების კუთხეებში დებენ. ერთს აუცილებლად საპირფარეშოში, ერთს სააბაზანოში(თუ ცალ-ცალკეა) და ერთს სამზარეულოში.

იაპონელები დაბადებით ესთეტები არიან და მარილსაც ლამაზ ფორმას აძლევენ, მაგალითად პირამიდის. ამასთან, ცოტა წყლითაც ნამავენ. შეგიძ₾იათ გამოიყენოთ კონუსი ან ჩვეულებრივი ქაღალდი.

განსაკუთრებით ეფექტურია სამ და მეტ კუთხა პირამიდა.

ხშირად მარილის პირამიდებს რესტორნებში, მაღაზიებში, ჩაის სახლებშიც შეხვდებით. ეს ტრადიცია უკვე ასი ათასი წლისაა.

რიტუალის მიხედვით, ოთახში, რომლის გასუფთავებასაც გეგმავთ, აღმოსავლეთის კუნთე უნდა ამოარჩიოთ, დადგეთ და ხელზე მარილი დაიყაროთ. უნდა წარმოთქვათ ლოცვა, რომელიც ახლოსაა თქვენს გულთან. მოათავსეთ მარილი ყველა კუთხეში, იმოძრავეთ საათის ისრის მიხედვით. შეგიძლიათ უბრალოდ რამდენიმე მარცვალი დაყაროთ.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, დადექით ოთახის ცენტრში და წარმოთქვით სპეციალური სიტყვები:

დედამიწავ, რომელიც ჩემ ქვეშ ხარ,
მომისმინე და უპასუხე ჩემს ძახილს.
შემოდი ამ სახლში, წმინდა ადგილას,
განკურნე ყველა, ვინც მასში ცხოვრობს.

მარილი თვეში 1-2-ჯერუნდა გამოცვალოთ.