მთავარი კულინარია ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა

by Keti

ყვავილოვანი კომბოსტო უაღრესად სასარგებლო ბოსტნეულია. ვიტამინებისა და მინერალების შემცველობით ის ბევრად აღემატება ჩვეულებრივ თეთრ კომბოსტოს. ამასთან  იდეალურად შეეხამება სხვადასხვა ინგრედიენტს- ცხოველურს თუ მცენარეულს. დღეს ჩვენ შეგირჩიეთ ყვავილოვანი კომბოსტოს სალათის რეცეპტის იდეალური ვარიანტი.

თუ  გიყვართ კვერცხიანი სალათები, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. ორიგინალურია და ნოყიერი. მისი გასინჯვის შემდეგ თეთრი კომბოსტო უკანა პლანზე გადავა.

ინგრედიენტები

  • 1 ცალი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1 ცალი ხახვი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 ცალი ნიახური
  • 1 ცალი მჟავე კიტრი
  • 2 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 0,5 კონა კამა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო, მოხარშეთ მდუღარე წყალში ჩაყრით. გადაიტანეთ საწურზე.
  2. დაჭერით კიტრი, ხახვი, ნიახური, კამა.
  3. მოხარშეთ კვერცხი, გააციეთ და წვრილად დაჭერით.
  4. აურიეთ მდოგვი და მაიონეზი. სოუსი მზადაა.
  5. შეურიეთ ყველა პროდუქტი, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. აურიეთ. დაჭერით კამა და მორთეთ სალათა.

ყვავილოვანი კომბოსტოს კერძები ყოველთვის მომგებიანია ცივ საუზმეებს შორის. თუ ნაყიდი მაიონეზი არ გსურთ, მოამზადეთ სახლში ან შეცვალეთ იოგურტით.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც.