მთავარი რჩევები 10 წესი, რომელსაც მდიდარი ადამიანები მიჰყვებიან

10 წესი, რომელსაც მდიდარი ადამიანები მიჰყვებიან

by Keti

,,ითამაშე და შემდეგ შეძლებ” – ეს ცნობილი დევიზია იმის განსამტკიცებლად, რომ სასურველი ჩვევების გამომუშავებისთვის ბევრი უნდა ვივარჯიშოთ. ეს ეხება თავდაჯერებულობას, პოზიტიურ ფიქრებსა და უნარებს.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ მდიდარი ადამიანის ჩვევებს.

10. საუბრობენ ცოტას, უსმენენ ბევრს

ეს ჩვევა მეგობრებთან საუბრის დროსაც უნდა გახსოვდეთ. სტივ ჯობსს ნათქვამი აქვს: ,,რატომ უნდა დავიქირავოთ ჭკვიანი ადამიანები და რაღაცები ვასწავლოთ მათ?! ჭკვიანი ხალხის დაქირავება იმიტომ გვინდა, რომ მათ ჩვენ გვასწავლონ რაღაცების კეთება!” მოსმენა კომუნიკაციის ძირითადი გასაღებია.

9. გადიან ოფისიდან

ზოგჯერ ოფიციალური შეხვედრების გამართვა ოფისს გარეთაც კარგია, ასე უფრო კომფორტულია საქმიანი პროცესი.

8. მეგობრებს ფრთხილად ირჩევენ

ეს რთულია, მაგრამ საჭირო. სასურველი მიზნის მიღწევაში არჩეული სამეგობრო წრე ხელს არ უნდა გიშლიდეთ, პირიქით, ისინი ძალას და მოტივაციას უნდა წარმოადგენდნენ თქვენთვის.

7. იციან, როდის გაჩერდნენ

სამუშაოს დროს გადაბმულად ერთ ადგილზე ჯდომა არაპროდუქტიულია, ამას მდიდრები არ აკეთებენ. საჭიროა პირადი ცხოვრების წინა პლანზე დაყენება, რადგან დასვენებისა და განტვირთვის გარეშე არაფერი გამოვა.

6. არასდროს წყვეტენ სწავლას

სამყარო ყოველწუთიერად იცვლება, ამიტომ დროს არ უნდა ჩამოვრჩეთ. მდიდარი ხალხი ამ საკითხს ძალიან სწორად უდგება და გამუდმებით სწავლობენ რაღაც ახალს.

5. ზოგავენ ფულს

ეს ტანსაცმლის ყიდვის დროსაც ჩანს, მდიდრები ხშირად არ არჩევენ ძვირიან მოდელებს, ისინი საშუალო ფასის ნაწარმს ყიდულობენ, რადგან იციან გამომუშავებული ფულის ფასი.

4. იციან დროის ფასი

მაგალითად, სმარტფონთან 20 წუთის გატარებას ურჩევნიათ, ერთი საათი დარბაზში ივარჯიშონ. ესეც პირად განვითარებას, ჯანმრთელობას და ზრდას ემსახურება.

3. ყოველდღე კითხულობენ

ეს შეიძლება არ იყოს მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ იყოს სამეცნიერო მასალები ან სიახლეების შემცველი ჟურნალ-გაზეთი. დღეში მინიმუმ 30 წუთი კითხვა გონების უკეთ მუშაობას უზრუნველყოფს.

2. პირველ ადგილზე საკუთარ თავს აყენებენ

ჯანმრთელობაზე ზრუნვა პროფესიული გადაწვისგან გვიხსნის. საჭიროა მუდმივი სამედიცინო გამოკვლევები, დასვენება, სწორი კვება და ა.შ. ეს ბევრმა მდიდარმა ადამიანმა კარგად ისწავლა.

1. წერენ გეგმებს

ისინი წერენ გასაკეთებელი საქმეების სიას, გრძელვადიან მიზნებს და ოცნებებსაც. ეს თქვენს იდეებსა და ფიქრებს კარგად მოუყრის თავს და მნიშვნელოვანი მოვლენებიც არასდროს დაგავიწყდებათ.

მიჰყვებით ამ წესებს თქვენც? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში!