მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ სუპერ ჰაეროვანი ღვეზელები?

როგორ მოვამზადოთ სუპერ ჰაეროვანი ღვეზელები?

by guramus

სახლში გამომცხვარ ღვეზელებს ის პლუსი აქვს, რომ მას სულს და გულს აყოლებთ. ამასთან, ბებიის საფირმო ღვეზელები ნოსტალგიას იწვევს. სერბული კოხი – კერძია, რომელსაც სერბები დასვენების დღეებში ამზადებენ. მას განსაკუთრებული ინგრედიენტები არ სჭირდება და მთელი ოჯახის გამოკვებას შეძლებთ.

ინგრედიენტები

  • 9 ს.კ. შაქარი
  • 4 ს.კ. მანის ფაფა
  • 4 ს.კ. ფქვილი
  • 6 კვერცხი
  • ვანილინი
  • გამაფხვიერებელი
  • 500 მლ რძე

მომზადება

გამოყავით ცილა კვერცხის გულისგან, ათქვიფეთ მიქსერით.

დაუმატეთ 6 ს.კ. შაქარი.

არ შეწყვიტოთ თქვეფა და დაუმატეთ კვერცხის გული მორიგეობით. მასა 3-ჯერ უნდა გაიზარდოს.

დაუმატეთ მანის ფაფა, გამაფხვიერებელი, აურიეთ ცომი კოვზით. ეცადეთ ფრთხილად აურიოთ, რათა ჰაეროვანი იყოს.

გამოსაცხობი ფორმა დიამეტრით 28სმ უნდა იყოს, მაღალი ყელით. წაუსვით ნაღების კარაქი და ფქვილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღრმა ტაფა.

მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 25 წუთის მანძილზე.

გამოიღეთ და სანამ გაცივდება, შიგთავსი მოამზადეთ. რძე ადუღებამდე მიიყვანეთ.

ცხელ რძეს დაუმატეთ 3 ს.კ. შაქარი და ვანილინი. აურიეთ შაქრის ბოლომდე გახსნამდე.

დაჭერით ღვეზელი ნაჭრებად და მოასხით ცხელი რძე. დაელოდეთ, სანამ შეიწოვება და გააცივეთ. დესერტი მაცივარში რამდენიმე საათით მოამზადეთ.