მთავარი კულინარია ფხვიერი ვაშლის ნამცხვარი ,,სამი ჭიქა”: მარტივი და გემრიელი ნამცხვარი რძისა და კვერცხის გარეშე

ფხვიერი ვაშლის ნამცხვარი ,,სამი ჭიქა”: მარტივი და გემრიელი ნამცხვარი რძისა და კვერცხის გარეშე

by Keti

იშვიათად ნახავთ ადამიანს, ვისაც სახლის ნამცხვარი არ უყვარს. ვაშლის ნამცხვრის მომზადება ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს. დღეს ჩვენ მარტივ ნამცხვარს მოვამზადებთ, წვნიანს და ზომიერად ტკბილს.

მარტივი და გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი

ნამცხვარი ადვილად მომზადების გამოა აღიარებული.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა გაცრილი ფქვილი
  • 1 ჭიქა მანი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა ქიშმიში
  • 180 გ კარაქი
  • 1,5 კგ ტკბილ-მჟავე ვაშლი
  • 2 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/3 ჩ.კ. მარილი
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადება

1. ჩაყარეთ თასში ფქვილი, შაქარი, მანის ბურღული. დაამატეთ მარილი და გამაფხვიერებელი. აურიეთ.

2. გაფცქვენით ვაშლი, გაასუფთავეთ, გახეხეთ მსხვილად. დაამატეთ 3 ს.ლ. ლიმონის წვენი. აურიეთ. დაამატეთ ქიშმიში, დარიჩინი. კვლავ აურიეთ.

3. აიღეთ ნამცხვრის ფორმა და წაუსვით 50 გ კარაქი. დარჩენილი 150 გ ჩადეთ საყინულეში.

4. კარაქზე თანაბრად დაყარეთ 4 ს.კ. პირველი თასის ნარევი, გაასწორეთ. ეს პირველი ფენაა.

5. შემდეგი ფენა გახეხილი ვაშლია, ამისთვის გახეხილის მესამედი დაგჭირდებათ. გაასწორეთ ყოველი ფენა.

6. გაიმეორეთ იგივე, დადეთ 1 ფენა ფქვილოვანი ნარევი, გაასწორეთ და დადეთ ვაშლის ფენა.

7. კვლავ დაადეთ ფქვილოვანი ნარევი და ვაშლი. ბოლო ფენა ფქვილოვანი ნარევი უნდა იყოს.

8. ბოლო ფენას დაახეხეთ გაყინული კარაქი.

9. შედგით გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, 50 წუთით.

10. წვნიანი ნამცხვარი მზადაა! დროა გემრიელად მიირთვათ!

ნამცხვრის სრულყოფა შეგიძლიათ, მაგალითად, ვაშლში დაჭრილი ნიგოზის დამატებით ან დარიჩინის ჩანაცვლება ყაყაჩოთი.

ამ რეცეპტით შეიარაღებული დიასახლისი სულ მზად არის მოულოდნელი სტუმრების დასახვედრად. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!